სენდვიჩები ლორით, ეს კულინრიის მწვერვალია ჩემთვის. ცხიმიანია, მაგრამ უარს მაინც ვერ ვამბობ.
უმარტივესი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც ბოშებისგან გავიგე.
ინგრედიენტები
- 100გ ლორი
- 1 ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- პური
მომზადება
1.გაასუფთავეთ ხახვი. ლორი დაჭერით წვრილ ფირფიტებად.
2.დაბალ ცეცხლზე შეწვით ლორი. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
3.მოთუშეთ ხახვი 2-3 წუთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთი. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ნიორი.
4.ტაფიდან გადაასხით ზედმეტი ზეთი, მოწმინდთ ქაღალდის ხელსახოცით. წაუსვით ახალი ცხიმი და გახუხეთ პური ორივე მხრიდან.
5.სენდვიჩის წყობა გამოიყურება ასე: პურზე მოათავსეთ ხახვი, შემდეგ ლორი. შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანე ხახვით.
6.სულ ეს იყო, უგემრიელესი სენდვიჩები მზად არის.
გემრიელად მიირთვით!