პოპულარული ინდური კერძი – წიწილის ტიკა ცხარე სანელებლების ნაზავით

2070

წიწილის ტიკა მასალა – პოპულარული ინდური კერძია. განსაკუთრებით უყვართ ინგლისელებს. მისი წარმოშობის უტყუარი ისტორია არავინ იცის, მაგრამ დღეისთვის იგი ცნობილია, როგორც “ნამდვილი ბრიტანული კერძი”.

“გარამ მასალა” – ჰინდიზე “გარამი” ცხარეს ნიშნავს, “მასალა” კი სამხრეთ აზიის ქვეყნებში გავრცელებული განსაკუთრებით ცხარე სანელებლების ნაზავია.

ინგრედიენტები: 

  • 1 მწვანე წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. კოჭა
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 2 ჩ.კ. “გარამ მასალა”
  • 1/4 ჩ.კ. ხმელი წიწაკა, კურკუმი
  • 1/4 ჩ.კ. ხმელი ძირა, ქინძი
  • 3 ღერო ქინძი
  • 1 ჩ.კ. პამიდვრის პიურე
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 5 ს.კ. იოგურტი (უშაქრო, უხილო)
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 4 ნაჭ. წიწილის თეთრი ხორცი
  • 2 ს.კ. ერბო
  • 1 ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 400 გ პამიდორი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 150 მლ (2/3 ჭ) ორმაგი ნაღები

მომზადების წესი:

  1. თხლად დაჭრილი წიწაკა, ნიორი და გახეხილი კოჭა სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და მზესუმზირის ზეთი მოასხით. დაუმატეთ “გარამ მასალა”, ხმელი წიწაკა, ძირა, ქინძი, პამიდვრის პიურე და ლიმონის წვენი. დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მომცრო ჯამში გადაიტანეთ. შეურიეთ იოგურტი და შეაზავეთ მარილით.
  2. წიწილის კუბები გადაიტანეთ ლითონის გარდა, ნებისმიერი სხვა მასალის ჯამში და მომზადებული მარინადით დაფარეთ. დატოვეთ, სულ მცირე, 3 სთ ან – მთელი ღამე.
  3. ერბო დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე გაადნეთ და 10 წთ შუშეთ, განუწყვეტლივ ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა. შემდეგ – ქინძი და კურკუმი. დაუწიეთ ცეცხლს და 8-10 წთ შუშეთ.
  4. დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი წვნიანად, შეურიეთ ტომატ-პასტა და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაუმატეთ დაჭრილი წიწილის ხორცი მარინადთან ერთად. ადუღეთ, ვიდრე ხორცი კარგად მოიხარშება, საწებელი კი – შესქელდება. დაუმატეთ ნაღები და “გარამ მასალა” ადუღეთ კიდევ 5 წთ.
  5. მორთეთ ქინძის ფოთლებითა და ლიმონის ნაჭრებით. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ. კარგია ბრინჯთან ან პურის კვერებთან ერთად.