სახლში მომზადებული, ხრაშუნა ჩებურეკის რეცეპტი

4282

თუ გსურთ ცხიმიანი საკვები მიიღოთ, უმჯობესია იგი თქვენ თვითონ მოამზადოთ ჯანსაღი პროდუქტებით. ამიტომ, ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ გემრიელი და ხრაშუნა ჩებურეკის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ძალიან მარტივია და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

ყირიმული ჩებურეკი

ზომიერად ხრაშუნა, წვნიანი, ხორცის შიგთავსით სავსე ჩებურეკის ყიდვაზე უარის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ მისი სახლში მომზადება გაცილებით უკეთესია.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 300 გრ ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. ჩაყარეთ ფქვილი თასში.

2. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული და მარილი, ფრთხილად დაუმატეთ მას წყალი და კარგად აურიეთ.

3. ნაზავი თანდათან დაუმატეთ ფქვილს და ცომი კარგად მოზილეთ.

4. დაუმატეთ ზეთი, რათა ცომი უფრო ელასტიური გახდეს.

5. შეინახეთ ცომი მაცივარში 30 წუთით.

6. გაარჩიეთ და წვრილად დაჭერით ხახვი.

7. შეურიეთ ფარში და ხახვი.

8. დაჭერით ცომი თანაბარ ნაწილებად და თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ თხელ მრგვალ ფენად.

9. მოათავსეთ ფარში გამზადებული ცომის ფენის ნახევარზე და დაადეთ ზემოდან ცომის მეორე ფენა.

10. შეაწებეთ კიდეები და ფრთხილად გააბრტყელეთ მომზადებული ჩებურეკი. კიდეები ერთნაირი რომ გამოვიდეს, დაადეთ მას საჭირო დიამეტრის თეფში და შემოაჭერით ზედმეტი ცომი.

11. გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე შეწვით ჩებურეკი მანამ, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს.

12. გადაიტანეთ შემწვარი ჩებურეკი ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით დაახლოებით 12 ცალი ხრაშუნა ჩებურეკის მომზადებაა შესაძლებელი.

ხრაშუნა, ყირიმული ჩებურეკი იდეალურია ცხარე სოუსთან, რომელიც შეგიძლიათ ასევე სახლში მოამზადოთ.

გაუზიარეთ მეგობრებს სახლში მომზადებული ხრაშუნა ჩებურეკის რეცეპტი!