ძეხვი საექიმო ალბათ ყველას შეგიძენიათ მაღაზიაში. დღეს სწორედ მის მომზადებას გასწავლით სახლის პირობებში.
ინგრედიენტები
- ქათამი 1 ცალი
- ნიორი 2-4 კბილი
- ბულიონი 300მლ
- ჟელატინი 10გ
- შავი წიწაკა
- პაპრიკა
- ჭარხლის წვენი 1 სუფრის კოვზი
ბულიონისთვის
- ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი
- შავი წიწაკის მარცვლები 6-8 ცალი
- მარილი
მომზადება
- აადუღეთ წყალი, ქათამი, სტაფილო, ხახვი, მარილი, დაფნა და წიწაკა მოხარშეთ.
- ჟელატინი დაალბეთ 300მლ ბულიონში.
- გამოწურეთ ჭარხალი – გვჭირდება 1 სუფრის კოვზი.
- ქათმის ხორცი ძვლების გარეშე უნდა გამოგვივიდეს დაახლოებით 800გრ.
- მოაყარეთ სანელებლები გემოვნებით.
- ჩასხით ჭარხლის წვენი დაუმატეთ ბულიონი და დააბლენდერეთ. გააკონტროლეთ მარილი.
- გადაჭერით პლასტმასის ბოთლი. ჩაასხით მიღებული მასა და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!