სახლში მომზადებული უგემრიელესი ტორტი “კრემ-ბრულე” ალუბლით

940

სადღესასწაულო მაგიდას ძალიან უხდება დესერტი კრემ-ბრულე, რომელიც საოცრად ნაზილი და გემრიელია.

ამ დესერტს არ სჭირდება ცხობა, სწორედ ამიტომ გახდა ის ჩემი ფავორიტი.

ინგრედიენტები

  • კარაქი 100გ
  • ჟელატინი 30გ
  • შედედებული მოხარშული ზეთი 200გ
  • შაქრის ფხვნილი 80გ
  • კაკაოს ორცხობილა 250გ
  • წყალი 100მლ
  • არაჟანი 700გ
  • ალუბალი 350გ

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ორცხობილა ბლენდერით. დაუმატეთ გამღვალი კარაქი და კარგად მოურიეთ.

2.ბრტყელ თეფშზე მოათავსეთ საკონდიტრო წრე, ამოფინეთ ქაღალდით და მოათავსეთ ორცხობილა, კარგად დაპრესეთ და მოათავსეთ მაცივარში.

3.ჟელატინს დაასხით ადუღებული ცივი წყალი. დაელოდეთ 15 წუთი. მოათავსეთ წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ.

4.ცხიმიან არაჟანს დაუმატეთ შედედებული რძე და შაქრის ფხვნილი.

5.ჟელატინს მოასხით რამდენიმე კოვზი კრემი, მოურიეთ. ჟელატინის მასას დაუმატეთ კრემი, ალუბალი (თესლის გარეშე) და მოურიეთ.

6.შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!