სალათი ვაშლით და ქათმით

1000

ვისაც ანანასი უყვარს მაშინ სიამოვნებით უნდა გააგრძელოს ამ სტატიის კითხვა. ამ სალათში თქვენ შეხვდებით ვაშლს, ანანასს, ყურძენს და ქათმის ხორცს. კერძი გამოდის მსუბუქი და ძალიან ნაზი.
მაიონეზი შეგიძლიათ უცხიმო იოგურტით ჩაანაცვლოთ, ხოლო ანანასი დაკონსერვებული მანდარინით. მაგრამ ჩემი აზრით ანანასი ამ კერძის ვარსკვლავია.

ქათმის სალათი ანანასით 

დღეს ჩვენ მართლაც, რომ ძალიან საოცარ და გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • 250გ ქათმის ფილე
  • 100გ ყველი
  • 7-8 ნაჭერი ანანასი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 150გ ყურძენი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვენბით

მომზადება

1.ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში. გააგრილეთ და დაჭერით წვრილად.

2.დაჭრილი ხორცი მოათავსეთ ქვაბში. ქათამს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, დაუმატეთ მაიონეზი გემოვნებით, კარგად მოურიეთ. გამოსაცხობი რკალი (მე ვიყენებ 20ს,მ) მოათსვეთ თეფშზე, ფორმის ძირზე თანაბრად მოასწორეთ ხორცი.

3.ანანასი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და შემდეგ ფენად მოათავსეთ ქათამზე.

4.წვრილ კუბიკებად დაჭერით ვაშლი, მოათავსეთ შემდეგ ფენად და წაუსვით მაიონეზი.

5.ზემოდან მოახეხეთ ყველი და თანაბრად გადაანაწილეთ.

6.ყურძენი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, მოაშორთ თესლი და ზემოდან მოატავსეთ ყველზე.

7.აწყობილი სალათი 2 საათით მოათავსეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

ეს კერძი ძალიან უხდება სადღესასწაულო სუფრას. მე მას ძალიან ხშირად ვამზადებ, რადგან ჩემი ოჯახის წევრები უბრალოდ გიჟდებიან მასზე.