“რაფაელოს” არაამქვეყნიური გემო ყველას გვახსოვს. დღეს გაიგებთ თუ როგორ მზადდება ყველაზე პოპულარული კრემი სახლის პირობებში. ვერ წარმოიდგენთ რა ადვილია!
კრემი კონსერვანტებს არ შეიცავს, მის მოსამზადებლად ხარისხიანი ინგრედიენტები და ახალი კარაქი შეარჩიეთ!
ინგრედიენტები:
- 70 გრამი ქოქოსის ფანტელი
- 400 გრამი შესქელებული რძე
- 200 გრამი კარაქი
- 200 გრამი თეთრი შოკოლადი
მომზადების წესი:
1. ნელ ცეცხლზე კარაქი და შოკოლადი გაალღვეთ, პროცესის განმავლობაში უწყვეტად ურიეთ.
2. მასას შესქელებული რძე დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.
3. ბოლოს ქოქოსის ფანტელი ჩაყარეთ, სწორედ ის აძლევს კრემს განუმეორებელ გემოსა და არომატს.
4. მომზადებული კრემი მაცივარში 3-4 საათის მანძილზე გააგრილეთ. თუ ეს კრემი ტორტისთვის გაქვთ განკუთვნილი, შეგიძიათ ის მომზადებისთანავე გამოიყენოთ.
გაცივების შემდეგ კრემი მზად არის! ეს უგემრიელესი კრემი ძალიან უხდება თეთრ პურს, ყავასა და ჩაისთან ერთად! რეცეპტი ძალიან მარტივია, თუმცა ძალიან გემრიელი გამოდის!