სახლში გამომშრალი ხორცი: ეს დელიკატესი არ შეიცავს კონსერვანტებსა და სხვა მომაკვდინებელ დანამატებს

2346

უამრავი ადამიანის, მათ შორის პირადად ჩემი სურვილია, ჩანაცვლდეს მაღაზიის ძეხვეული პროდუქტებით, რომლებიც არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებსა და სხვა ხელოვნურ დანამატებს, რომელთაც დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და მთელ ორგანიზმზე.

ერთ-ერთი ასეთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გამომშრალი ხორცია, რომელსაც აპოხტის სახელწოდებითაც ვიცნობთ.

კარგი, ნატურალური ხორცის შეძენა და მისი მომზადება საკუთარი ხელით – ერთადერთი გამოსავალი კონსერვატებისგან, საღებავებისგან და სხვა მავნე ხელოვნური დანამატებისგან თავის დასაცავად. განსხვავებით მაღაზიაში შეძენილი დელიკატესებისგან, საკუთარი ხელით დამზადებული გამომშრალი ხორცი, აპოხტი 100%-ით ნატურალურია, თანაც მის საოცარ გემოსა და არომატს მაღაზიაში შეძენილი შებოლილი ძეხვეული ვერ შეედრება.

ღორის გამომშრალი ხორცი

გამომშრალი ხორცი ჭრილში ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, თანაც ის ზედმეტად არ გამოშრეს, მიზანშეწონილია არჩევნის შეჩერება ღორის კისერზე. სწორედ ღორის ხორცის ამ ნაწილისგან მზადდება უგემრიელესი აპოხტი, რომელსაც საოცარი არომატი და გემო აქვს, თანაც ის სრულიად ნატურალურია.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 500 გრამი მარილი
  • 2 ჩ.კ. წიწაკების ნაზავი
  • 2 ჩ.კ. ქინძის დაფქული თესლი
  • 4 გრამი კვლიავის თესლი
  • 4 გრამი როზმარინი
  • დაფნის 5 ფოთოლი

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ ხორცი და შემდეგ გაამშრალეთ აუცილებლად ქაღალდის ხელსახოცით. მოაჭერით ხორცს ზედმეტი ცხიმი.

2. კარგად დაფქული დაფნის ფოთოლი, ქინძის თესლი, კვლიავი და როზმარინი შეურიეთ ერთმანეთში. ამ ნაზავით კარგად დაამუშავეთ ხორცის მთლიანი ნაჭერი.

3. მოათავსეთ ხორცი კონტეინერში, მოახარეთ მას მარილი აბსოლიტურად ყველა მხრიდან და დატოვეთ მაცივარში 2 დღით.

4. პერიოდულად აუცილებლად გადააბრუნეთ ხორცი, რადგან ის დამარილდეს ისე, როგორც საჭიროა.

5. 2 დღის შემდეგ კარგად გამოიღეთ ხორცი მაცივრიდან, კარგად გარეცხეთ გამდინარი წყლით და კვლავ შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებით.

6. სანელებლების დარჩენილი ნაზავით კიდევ ერთხელ კარგად დაამუშავეთ მთლიანი ნაჭერი (ახლა უკვე მარილის გარეშე), შეახვიეთ ის სუფთა მარლაში და ჩამოკიდეთ სახლის ცივ ნაწილში. დატოვეთ 2 კვირით.

7. 100%-ით ნატურალური გამომშრალი ხორცი, რომლის არომატისა და გემოს მიმართაც გულგრილი ვერავინ დარჩება, მზად არის!

მაქსიმალურად მოარიდეთ საკუთარი შვილები მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ ძეხვეულსა და სოსისებს, რომლებიც კონსერვანტებისა და სხვა მავნე ნივთიერებების საკმაოდ დიდი წყაროა. გახსოვდეთ, მათი ჯანმრთელობის ფასი არაფერია!