პელმენების ხსენებისას ძირითადად ხორცის შიგთავსი მოგვდის აზრად, არადა, ბევრისთვის საყვარელმა კერძმა შეიძლება უჩვეულო შეხამებებითაც გაგვაოცოს. სხვადასხვა სოფლებში დღემდე შენარჩუნდა რეცეპტები, სადაც შიგთავსის სახით მრავალფეროვან ინგრედიენტებს იყენებენ.
დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ კომბოსტოსა და “სალოს” პელმენების რეცეპტს. ასეთი შეხამება მართლაც უჩვეულო და უგემრიელესია. თავად სცადეთ და დარწმუნდით.
ინგრედიენტები
- 1,5 კგ კომბოსტო
- 300 გრ სალო
- 1 ც ხახვი
- შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
- 2 კვერცხი
- 800 გრ ფქვილი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება
1. დაჭერით კომბოსტო, ხახვი სალო და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ მარილი, პილპილი და მოურიეთ.
2. გაცრილ ფქვილში დაამატეთ კვერცხი, მარილი, წყალი და მოზილეთ ცომი.
3. შექმენით პელმენები ჩვეული წესით: ხელით ან სპეციალური აპარატით. მოხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ და დარწმუნდით, თუ როგორი გემრიელია მსგავსი შიგთავსის მქონე პელმენები, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!