საუცხოო ვაშლის პეროგი დარიჩინით, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

3219

ვაშლის პეროგის უამრავი რეცეპტი არსებობს მსოფლიო კულინარიაში და ყოელი ახალი ვარიანტი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახლავთ ვაშლის პეროგი დარიჩინით, რომელსაც ამერიკელები ამზადებენ.

ჩვენს შემთხვევაში ვაშლი კუბებად იჭრება, ვურევთ დაჭრილ ნიგოზს და ვაზელთ პირდაპირ ცომში. მართლაც საუცხოო დესერტი გამოდის, რომელიც თვალსაც და გემოს რეცეპტორებსაც თანაბრად ახარებს!

ინგრედიენტები

  • 280 გრ ფქვილი
  • 1 ც ვაშლი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 250 მლ ზეთი
  • 40 გრ ნიგოზი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ს.კ. დარიჩინი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 20 გრ კარაქი

მომზადება

1. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი.

2. ათქვიფეთ კვერცხი და ზეთი, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ მიქსერით შაქრის სრულ დადნობამდე.

3. ნელნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი. მოზილეთ ცომი.

4. გათალეთ და დაჭერით კუბებად ვაშლი, ასევე ნიგოზი, დაუმატეთ ცომს.

5. ჩაასხით ფორმაში ცომი და გამოაცხვეთ 45 წთ განმავლობაში. გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ კიდევ 15 წუთით.

ჩვენი რჩევა:ათქვიფეთ ნაღები და მოასხით საყვარელი პეროგის ნაჭერს, ან მიირთვით ნაყინთან ერთად ცხელ ამინდში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!