ბებოს ტოსკანური ჩაის ნამცხვარი

1683

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი უგემრიელესი რეცეპტი ბებოს რეცეპტების წიგნიდან. ეს იტალიური ტრადიციული დესერტი – Torta della nonna გახლავთ, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ბებოს ტორტი”. მოდით შევუდგეთ ამ საუცხოო დესერტის მომზადებას.

ინგრედიენტები:

მოხარშული კრემი 

  • 5 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა (200 გ) შაქარი
  • 1/3 ჭიქა (50 გ) ფქვილი
  • 2 ჭიქა (500 გ) რძე
  • 1/8 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

ბაზა

  • 2 ჭიქა (300 გ) ფქვილი
  • 1 ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჭიქა (150 გ) უმარილო კარაქი ( დარბილებული)
  • 3/4 ჭიქა (150 გ) შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ ნუშის ფანტელი (კანგაცლილი)
  • შაქრის პუდრი (მოსაყრელად)

მომზადების წესი:

  1. მოხარშული კრემი. კვერცხი ცეცხლგამძლე ჯამში ათქვიფეთ  გათეთრებამდე და გასქელებამდე, შეურიეთ ფქვილი.
  2. რძე წამოადუღეთ. ქურიდან გადმოდგით და ცხელი რძის მეოთხედი კვერცხისა და ფქვილის ნარევში ჩაასხით. ათქვიფეთ. ჩაამატეთ დარჩენილი რძე.
  3. გადაიტანეთ ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით, თან გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
  4. გადმოდგით. დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და ჯამში გადაიტანეთ. გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი.
  5. ბაზა. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის (23 სმ) ან ღვეზელის ღრმა საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით.
  6. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ერთად გაცერით.
  7. კარაქი და შაქარი ჯამში გათეთრებამდე და გასქელებამდე ათქვიფეთ. სათითაოდ  დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ. თანდათან შეურიეთ ფქვილიან ნარევს.
  8. ცომი ორ ნაწილად გაყავით, ერთი მეორეზე ცოტა დიდი უნდა იყოს. მაგიდაზე ფქვილი მოაყარეთ და ცომის ორივე გუნდა გააბრტყელეთ – ერთი – საცხობი ქვაბის ძირზე ცოტა დიდი, ხოლო მეორე ზემოდან გადასაფარებლად რომ გამოდგეს.
  9. წინასწარ გამზადებულ ფორმაში ჩააფინეთ გაბრტყელებული ცომი და შიგთავსი კრემით ამოავსეთ, ეცადეთ, ცენტრისკენ ცოტა ამაღლებული იყოს. პატარა ცომი ზემოდან დააფარეთ და გვერდები ხელით შემოუკეცეთ ფრთხილად და ლამაზად (კარგად უნდა შეიკრას).
  10. აცხვეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. როდესაც მუქი ოქროსფერი გახდება, მზად არის.
  11. ფორმაშივე გააგრილეთ.
  12. მოაყარეთ ჯერ ნუში, შემდეგ კი შაქრის პუდრი. დაჭერით და მიირთვით.