ყველასათვის საყვარელი ორცხობილა – არ დაკარგოთ შანსი, ჩაინიშნეთ რეცეპტი!

984

თუ ღუმელი 180 გრადუსზეა გახურებული, სახლში საოცარი სურნელი ტრიალებს და ოჯახის წევრები სამზარეულოში არია შეკრებილები, ესე იგი მე ფორთოხლის ორცხობილას ვაცხობ!

ინგრედიენტები

  • 1 ფორთოხალი
  • 120გ შაქარი
  • 100გ რბილი კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
  • 250გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • შაქარი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.გახეხეთ ერთი ფორთოხლის ცედრა. გამოწურეთ ნახევარი ფორთოხალი.

2.ცედრას დაუმატეთ შაქარი, კატაქი და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 2 კვერცხი და ფორთოხლის წვენი. კარგად ათქვიფეთ.

3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და შეუერთეთ თხელ მასას. მოურიეთ, უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

4.კოვზის მეშვეობით დაამრგვალეთ ცომი, ამოავლეთ შაქარში და შემდეგ შაქრის ფხვნილში.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

6.გემრიელად მიირთვით!