ბადრიჯანი – ძალიან სასარგებლო და არანაკლებ გემრიელი ბოსტნეულია, რომლისგანაც უგემრიელესი კერძების მომზადება შეიძლება. დღეს ჩვენი რედაქცია გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
შემწვარი ბადრიჯანი
ინგრედიენტები
- 3-4 საშუალო ბადრიჯანი
- 2 ხახვი
- 3 კვერცხი
- გამომშრალი სოკო
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- შავი დაფქული წიწაკა
- არააერი მარილი
მომზადება
- გათალეთ ბადრიჯანი და დაჭერით კუბიკებად.
- ათქვიფეთ კვერცხი და მოასხით ბადრიჯანს. კარგად მოურიეთ და დააფარეთ თავზე.
- ერთი საათის განმავლობაში ბადრიჯანს 5-6ჯერ მოურიეთ. საბოლოოდ კვერცხი საერთოდ არ უნდა იგრძნობოდეს.
- მოათავსეთ ბადრიჯანი ტაფაზე და ზეთში შეწვით.
- დაჭერით ხახვი და მოაყარეთ ტაფაზე არსებულ მასას.
- მოურიეთ და შეწვით 3 წუთი.
- ტაფაზე დაყარეთ გამომშრალი სოკო და დაელოდე კერძის საბოლოოდ მომზადებას.
- მოაყარეთ სანელებლები.
გემრიელად მიირთვით!