სამფენა, ძალიან გემრიელი ნამცხვარი

2026

ეს რეცეპტი ჩემს მეგობარს მისმა ახლობელმა მოხუცმა თათარმა ქალბატონმა გაუზიარა. სიმართლეს გეტყვით, ასეთი გემრიელი დესერტი არასდროს მიჭამია. ფაფუკი ცომი და დაუვიწყარი გემო!

ქლიავის და გარგრის ჩირის შიგთავსი საოცრად არომატულს და დაუვიწყარს ხდის დესერტს, ხოლო ლიმონის ფენა ბარიერს ქმნის ტკბილსა და მჟავეს შორის.

დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამ ნამცხვრის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 200გ კარაქი
  • 100მლ რძე
  • 60გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 250გ ჩირი
  • 250გ შავი ქლიავი
  • 2 ლიმონი
  • 6 შუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი

მომზადება

1.შიგთავსის მოსამზადებლად ლიმონი გაჭერით ორივე მხრიდან, გაყავით 4 ნაწილად, გამოატარეთ ხორცსაკეპში. ასევე ამავე მეთოდით ცალკე დააქუცმაცეთ ჩირი და ქლიავი.

2.ლიმონს დაუმატეთ შაქარი და სუფრის კოვზი ფქვილი. კარგად მოურიეთ.

3.ცომის მოსამზადებლად ცივი კარაქი ამოავლეთ ფქვილში და გახეხეთ. მიღებული ფხვიერი მასიდან გადაინახეთ 2 სუფრის კოვზი.

4.ცომს დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. მოურიეთ და მოასხით რძე. მოზილეთ ცომი და ერთ მუჭად შეაგროვეთ.

5.ფქვილიან მაგიდაზე მოათავსეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 4 ნაწილად. ერთი ნაჭერი უნდა გამოგივიდეთ დიდი.

6.ცომის დიდი ნაჭერი გააბრტყელეთ, მოათვსეთ ფორმაში და ამოიყვანეთ გვერდები. ფორმას წაუსვით კარაქი ან ამოფინეთ ქაღალდით.

7.პირველ ფენად მოათავსეთ ქლიავი. გააბრტყელეთ შემდეგი ცომი და მოათავსეთ ქლიავზე, ფრთხილად დააფიქსირეთ კუთხეები.

8.შემდეგ ფენად მოათავსეთ ჩირი, თანაბრად გადაანაწილეთ. დააფარეთ შემდეგ ცომი და მასზე მოათვსეთ ლიმონის შიგთავსი. დააფარეთ ცომი და მოაყარეთ ნაფხვენები.

9.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი. გააგრილეთ და დაჭერით ნამცხვარი.

10.სულ ეს იყო, საოცარი ნამცხვარი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

სამფენა ნამცხვარი ძალიან გემრიელია. მე მას ყოველთვის სიამოვნებით ვამზადებ.