ხშირად ძალიან გვინდა დესერტის მომზადება, მაგრამ ამისათვის არ გვაქვს საკმარისი დრო. დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება.
ინგრედიენტები
- მზა ფენოვანი ცომი
- ჯემი
- კარაქი
- 1 კვერცხი

მომზადება
1.გაალღვეთ ცომი. გააბრტყელეთ და დაჭერით თანაბრად. მე გავჭერი 6 ნაწილად. ნაჭრებს წაუსვით ჯემი.

2.მიეცით სამკუთხედის ფორმა და კუთხეები კარგად დააფიქსირეთ.




3.ზემოდან წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

4.სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!






