სამარხვო ღვეზელი კარტოფილით

1805
Fried pastry with potato on the table

შეკითხვა “რა მოვამზადო დრეს სადილზე?” ყოველთვის აწუხებს დიასახლისს. დღეს ჩვენ გთავაზობთ უგემრიელაეს სამარხვო კარტოფილის ღვეზელს.

ამ რეცეპტით მომზადებული ცომი 30 წუთში საოცრად ფუვდება, მიტუმეტეს მისი მომზადება უმარტივესია. ღვეზელი გამოდის ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი. მოამზადეთ და თავად დარწმუნთდით ამაში!

ამ ღვეზელს შიგთავსი თქვენი გემოვნებით აურჩიეთ, მაგრამ ჩვენ არჩევანი ყველასათვის საყვარელ კარტოფილზე შევაჩერეთ.

შემწვარი ღვეზელი საფუარით

ინგრედიენტები

  • 500მლ წყალი
  • 1,5კგ ფქვილი
  • 11გ საფუარი
  • 100მლ მზესუმზირის ზეთი
  • 100გ უცხიმო მაიონეზი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1კგ კარტოფილი
  • კამა
  • 3 ხახვი

მომზადება

1.გააცხელეთ წყალი, ჩაასხით ღრმა ჯამში და დაუმატეთ საფუარი, შაქარი, მარილი. მოურიეთ ინგრედიენტებს, ასევე დაუმატეთ 70მლ მზესუმზირის ზეთი და მაიონეზი.

2.ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, ამის შემდეგ დაროვეთ 30-40 წუთითბილ ადგილას, რათა კარგად ამოფუვდეს. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.

3.მოხარშეთ კარტოფილი და დაუმატეთ 30მლ ზეთი. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში, მზა ხახვი დაუმატეთ კარტოფილს.

ასევე დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და სანელებლები გემოვნებით. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

4.ხელი და სამუშაო ზედაპირი დაამუშავეთ ზეთით, რის შემდეგაც ამოიღეთ ცომი, მოათავსეთ მაგიდაზე, გააბრტყელეთ და დაყავით რამდენიმე ნაწილად.

თითოეული ცომის ნაჭერი დაამუშავეთ ხელით, თითებით დაადაბლეთ ცენტრი და გამოყავით კუთხეები. ჩაღრმავებულ ნაწილში მოათავსეთ შიგთავსი და შეაერთეთ ცომის კუთხეები.

ფორმირებული ღვეზელი მოატავსეთ ტაფაზე და შეწვით ცხელ ზეთში.

5.ღვეზელი შეწვით ორივე მხრიდან.

6.შემწვარი ღვეზელი მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

ამის შემდეგ ღვეზელი მოათავსეთ ღრმა ჯამში და დააფარეთ ნჭერი.

გემრიელად მიირთვით!