ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი ბებიის რეცეპტით

620

სახლში მომზადებული ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი ყველას უნდა ჰქონდეს. მაღაზიაში შეძენა აკრძალული არაა, მაგრამ საკუთარი ხელით მომზადებული უფრო სასარგებლო გამოდის, თან ოჯახის ბიუჯეტსაც გაუფრთხილდებით.

შინაურული კომბოსტოს მწნილი

კომბოსტოს მწნილის მომზადება არც ისე ადვილია. უბრალოდ დაჭრა და ქილაში ჩატუმბვა საკმარისი არაა. მთელ პროცესს თვალი უნდა ადევნოთ, რომ ძალიან მჟავე კომბოსტო და მღვრიე მარილწყალი არ გამოვიდეს.

არ იდარდოთ, მწნილის მომზადებას დამწყები მზარეულიც შეძლებს. თავდაჯერებულობა არ დაკარგოთ და რეცეპტი ზუსტად დაიცავით. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. რა დაგჭირდებათ კომბოსტოს დასამწნილებლად?

სასარგებლო რჩევები

რა შეიძლება გააკეთოთ არასწორად კომბოსტოს დამწნილებისას? ბოსტნეული შეიძლება გამუქდეს და არ იხრაშუნოს, მარილწყალი მღვრიე და ბლანტი გახდეს. რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, თუ მარილს ბევრს ან ნაკლებს დაამატებთ, მწნილი არ გამოვა.

წარმოქმნილი გაზი აუცილებლად გამოუშვით, ამისთვის კომბოსტო დანით ან ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ამ მეთოდით სიმწარეს მოაშორებთ. ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს არ გააჩეროთ. სიმძიმე სწორად შეარჩიეთ, რომ თავისი ფუნქცია მაქსიმალურად შეასრულოს.

კომბოსტოს ჯიში სწორად შეარჩიეთ. ახალი კომბოსტოს დიდი რაოდენობით ნატურალურ შაქარს არ შეიცავს. ეს კომპონენტი ბაქტერიების დუღილში მთავარ როლს ასრულებს და ბოსტნეულის დამწნილებას იწვევს. გვიანი ჯიშის კომბოსტო უფრო შესაფერისია.

ინგრედიენტები:

  • 6 კგ კომბოსტო
  • 300 გ სტაფილო
  • მარილი
  • დაფნის ფოთოლი
  • წიწაკა
  • კვლიავი გემოვნებით
  • ბაჰარის წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო კარგად გარეცხეთ, გარე ფურცლები მოაშორეთ, ხვიტი მოაჭერით. 2 ან 4 პატარა ნაწილად დაყავით. გახეხეთ ან დანით წვრილად დაჭერით.
  2. კომბოსტოს ნაჭრები ხელით დასრისეთ, რომ წვენი გამოვიდეს. დასამწნილებლად მინის ქილა ან ლითონის ვედრო გამოიყენეთ. ამ საქმეში პლასტმასი არ გამოგადგებათ. კომბოსტოს ნაჭრები ჭურჭელში ფენებად ჩააწყვეთ. ფენებს შორის სანელებლები და გახეხილი სტაფილო დაუმატეთ.
  3. მარილის რაოდენობა სწორად გამოთვალეთ. 1 კგ კომბოსტოზე 20 გ მარილი (1 ს/კ) საკმარისია. ± 5 გ ცვლილება დასაშვებია.
  4. მინის ქილის შემთხვევაში კომბოსტო ჩატუმბეთ და პლასტმასის თავსახური დაახურეთ. თუ ვედროს იყენებთ, ჯერ კომბოსტოს ფურცლები დააფარეთ, შემდეგ გადაბრუნებული თეფში და ბოლოს სიმძიმე. სიმძიმედ გამოიყენეთ სუფთა აგური ან წყლიანი ქილა.

ახლა დაელოდეთ. 17-18 გრადუსზე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. პირველი 3 დღე დანით ან ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რომ გაზი გამოვიდეს. 10-12 დღეში კომბოსტოს მწნილი მზად იქნება. გრილ ოთახში გაიტანეთ, რომ დიდხანს არ გაფუჭდეს.