“ქაშაყი შუბის ქვეშ” – საახალწლო მაგიდის შეუცვლელი კერძია. მისი მომზადება სამარხვო რეცეპტითაც შეგიძლაით.
დღეს გთავაზობთ შუბის რეცეპტს, რომელშიც ქაშაყის ნაცვლად შეგხვდებათ ბადრიჯანი ან ტოფუ ნორითა და სამარხვო მაიონეზით. გემო ნამდვილად უკეტესისკენ იცვლება.
ინგრედიენტები
- ნორის ფირფიტა 5 ცალი
- ჭარხალი 3 ცალი
- კარტოფილი 5 ცალი
- სტაფილო 3 ცალი
- ბადრიჯანი 2 ცალი
- მაიონეზი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
მომზადება
1.მოხარშეთ ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო, გახეხთ საშუალო ზომაზე.
2.ბადრიჯანი დაჭერით საშუალო კუბიკებად, ხოლო ნორის 3 ფირფიტა წვრილად. ორივე ინგრედიენტი შეწვით ზეთში ტაფახე 7 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
3.ახლა კი ააწყვეთ სალათი: კარტოფილი, მაიონეზი, ბადრიჯანი ნორით, ნორის ფირფიტა, მაიონეზი, სტაფილო მარილით, მაიონეზი, ნორის ფირფიტა, ჭარხალი, მაიონეზი.
4.სალათი მაცივერში მოათავსეთ 2 საათი.
სამარხვო სალათის მოსამზადებლად ბადრიჯნის ნაცვლად გამოიყენეთ ტოფუ. ასეთ შემთხვევაში ტაფაზე სოიოს სოუსთან ერთად მოათავსეთ, მაგრამ არ შეწვათ, უბრალოდ დაარბილეთ. მაიონეზი კი ვეგეტარიანული გამოიყენეთ. გემრიელად მიირთვით!