სამარხვო კომბოსტოს კატლეტები მანანის ბურღულით – უგემრიელესია!

1354

მარხვა – ამ დროს მისმა მცველებმა გარკვეულ კერძებზე უარი უნდა თქვან, მაგრამ გამოცდილი დიასახლისისთვის კარგად შერჩეული კერძების მომზადება და ექსპერიმენტების ჩატარება არ არის რთული.

ვისაც ძალიან უყვარს კატლეტი, მარხვისას შეუძლია მიირთვას ლობიოს, კარტოფილის, კომბოსტოს და თევზის კატლეტი. დღეს ჩვენ მოვამზადებთ კომბოსტოს კატლეტებს მანანის ბურღულით. აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ეს საოცარი კერძი!

ინგრედიენტები

  • ახალგაზრდა კომბოსტო 1/2 თავი (შეგიძლია გამოიყენოთ არა ახალგაზრდა, მაგრამ მეტი დრო დასჭირდება მოსახარშად.)
  • 1 მოხარშული კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი ფეტვი
  • 1 სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • კამა და წიწაკა

მომზადება

1.პატარა ჯამში მოამზადეთ ფეტვის ფაფა წყალზე და დაუმატეთ 2 სუფრი მარცვლეული.

2.დაჭერით კომბოსტო და დაასხით ცხელი წყალი, წამოსუღების შემდეგ ადუღეთ კიდევ 5-7 წუთი (თუ კომბოსტო ძალიან რბილია მაშინ 3 წუთი). შემდეგ მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად გამოწურეთ.

3.ხახვი და სტაფილო დაჭერით და მოთუშეთ.

4.ფარშს დაუმატეთ ფაფა, მოხარშული კარტოფილი, დაჭყლეტილი ნიორი და კარგად მოურიეთ. ამ მასასვე დაუმატეთ შემწვარი სტაფილო და ხახვი.

5.კომბოსტო გააგრილეთ, გამოაშრეთ და დააბლენდერეთ. დაუმატეთ ფარშს. დაჭერით კამა და დაუმატეთ მიღებულ მასას.

6.ფარშს დაუმატეთ სანელებ;ები, მარილი, მანანის ბურღული, ფქვილი და სახამებელი.

7.ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და შეწვით კატლეტები.

8.ამ კერძს ძალაინ უხდება სამარხვო გარნირი, სახლში მომზადებული მაიონეზი და კეჩუპი.

გემრიელად მიირთვით!