სალათი “სტაფილო ფრანგულად”

1246

სტაფილოს სალათი – ჩემი უსაყვარლესი კერძია. სტაფილო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია ჩვენი ორგანიზმისთვის,

დღეს ჩვენ სტაფილოს ფრანგულად მოვამზადებთ!

მე ამ კერძისთვის სახლში ვამზადებ სოუსს, რადგან მინდა 100% სასარგებლო პროდუქტი მივიღო.

ინგრედიენტები

  • სტაფილო 3 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ვაშლის ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 120მლ
  • შაქარი 1,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • დაკონსერვებული სიმინდი 250გ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მდნარი ყველი გემოვნებით

მომზადება

1.სტაფილო გაასუფთავეთ და გათალეთ. გახეხეთ ბოსტნეული და ნახევარი ჩაყარეთ ქვაბში.

2.სტაფილოს ფენას მოაყარეთ ნახევარი მარილი და შაქარი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სტაფილოს მეორე ნაწილი. მოაყრეთ დარჩენილი შაქარი და მარილი. წყალში გახსენით ძმარი.

3.მიღებული სითხე მოასხით სტაფილოს და მოათავსეთ 15 წუთი ცეცხლზე, არ აადუღოთ. სტაფილო უნდა დარჩს ხრაშუნა.

4.ამასობაში გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მრგვლად. 15 წუთის შემდეგ ხახვი დაუმატეთ სტაფილოს დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

5.მოურიეთ ინგრედიენტებს, გამორთეთ ცეცხლი. 5 წუთის შემდეგ გამოწურეთ ბოსტნეული და დაელოდეთ გაგრილებას. ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში და მოაყარეთ სიმინდი.

6.მოასხით 1-2 სუფრის კოვზი მაიონეზი და მოაყარეთ გახეხეილი მდნარი ყველი.

გემრიელად მიირთვით!