საახალწლო დღეებს ეს სალათი ძალიან უხდება, ამიტომაც გადავწყვიტე დღეს მისი რეცეპტი გაგიზიაროთ.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 2 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- ნიგოზი 2 სუფრის კოვზი
- ყველი 50გ
- ლორი 200გ
- პომიდორი 1 ცალი
- კამა
- კვერცხი 4 ცალი
- ზეთისხილი 350გ
- მარილი
- მაიონეზი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ყველა პროდუქტი. გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით. შეწვით ზეთში. მოაყარეთ მარილი და სანელებლები. სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ ცალკე.
2.შემდეგ გააგრილეთ და გათალეთ. განაცალკევეთ ცილა და გული. გახეხეთ სრაფილო. დაუმატეთ გახეხილი ყველი და დაქუცმაცებული ნიგოზი.
3.დავიწყოთ სალათის აწყობა. პირველი ფენა – შემწვარი კარტოფილი, შემდეგ სტაფილო ყველთან ერთად.
4.გაატანაბრეთ ფენა და წაუსვით მაიონეზი. შემდეგ წვრილად დაჭრილი ლორი. მოაყარეთ გახეხილი ცილა. მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი.
5.ბოლო ფენა – გახეხილი კვერცხის გული. სალათი შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
6.სალათის გვერდები დაფარეთ მაიონეზით და მიამაგრეთ ზეთის ხილი. გააფორმეთ პომიდვრით და მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!