წვნიანი ფარშირებული ხორცი ტაფაზე. დეტალური რეცეპტი ფოტოებით

288

თუ საოცარი ვახშმის მომზადება გსურთ, ამ რეცეპტით მომზადებულ ფარშირებულ ხორცს რეკომენდაციას ვუწევთ. ამ კერძს მარტივი და ბიუჯეტური ინგრედიენტები სჭირდება. დიდი დროის დახარჯვაც არ მოგიწევთ. 20-30 წუთში გაუმკლავდებით, დანარჩენ საქმეს ქურა და ღუმელი გააკეთებს. უფრო გემრიელი და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ შემწვარი ხორცი.

ბოსტნეულის და სოკოს შიგთავსით ხორცის მომზადება ბაბუამ მასწავლა. იმის მიუხედავად, რომ კულინარიაში სრული უვიცია, ეს დიდებული კერძი ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოდის. თუ მან შეძლო, დამწყები დიასახლისიც შეძლებს.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი ფარშირებული ხორცი ტაფაზე

უდავოდ, ტაფაზე მომზადებულ ხორცს დიდი უპირატესობა აქვს. ასე გემრიელ მოწითალო ქერქს მიიღებთ. ღორის ხორცი კარგად რომ გამოცხვეს, ღუმელში მოათავსეთ. წვენი ამ ქერქის წყალობით არ გამოვა. შედეგად ნაზ და წვნიან ხორცს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 6 ქამა სოკო
  • მარილი გემოვნებით
  • პაპრიკა გემოვნებით
  • 1 კგ ღორის ხორცი
  • ქინძი გემოვნებით
  • 1 სტაფილო
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • თავშავა გემოვნებით
  • 80 გ ხმელი ყველი

მომზადების წესი:

1. ღორის ხორცი სქელ ნაჭრებად დაჭერით. თითოეული შიგთავსით გასავსებად ჩაჭერით.

2. 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა, პაპრიკა და თავშავა აურიეთ. ხორცის ნაჭრებს შიგნიდან და გარედან წაუსვით.

3. ხახვი კუბებად დაჭერით და ტაფაზე ცხელ ზეთში გამჭვირვალობამდე შეწვით.

4. სტაფილო მსხვილად გახეხეთ და ხახვს დაუმატეთ. ბოსტნეულს აურიეთ.

5. სოკო დაჭერით და შემწვარ ბოსტნეულს დაუმატეთ. პროდუქტები მომზადებამდე შეწვით, პერიოდულად აურიეთ.

6. შიგთავსი ქურიდან გადმოდგით და გახეხილი ყველი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

7. ხორცი შიგთავსით გაავსეთ და ტაფაზე ზეთში თითოეული მხრიდან 3 წუთით შეწვით.

8. ხორცი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. მზა კერძს ქინძი მოაყარეთ.

რა თქმა უნდა, ღორის ხორცის შიგთავსისთვის სხვა სანელებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ცხარე ჩილის წიწაკა, თუ პიკანტური კერძი მოგწონთ. გარდა ამისა, ნებისმიერი ხორცისთვის სანელებლების მზა ნარევი შეგიძლიათ იყიდოთ.