სალათა “ჩიტის ბუდე”-ორიგინალური რეცეპტი სადღესასწაულო სუფრისთვის

2128

თუ უკვე მოგბეზრდათ ჩვეულებრივი სალათები, სცადეთ სალათ “ჩიტის ბუდე”-ს მომზადება.  სადღესასწულო სუფრაზე კი ის ნამდვილად გახდება თქვენი საყვარელი კერძი.

ინგრედიენტები: 

  • 3-4 კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 4 სტაფილო
  • 5-6 კვერცხი
  • მოხარშული ქათმის ხორცი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კამა, ნიორი

მომზადების წესი: 

  1. კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ თხელ ღერებად, ხახვი – ნახევარრგოლებად. დაჭრილი ბოსტნეული ცალ-ცალკე შევწვათ ზეთში და მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი. მოხარშული ქათმის ხორცი დავაქუცმაცოთ.
  2. მოხარშულ კვერცხს ამოვაცალოთ გული. კვერცხის ცილა დავჭრათ ღერებად, შევურიოთ ხორცს, დავუმატოთ შემწვარი ბოსტნეული, მაიონეზი, ავურიოთ და გადავიტანოთ თეფშზე (გემოვნების მიხედვით შეიძლება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი ან მდოგვი). მომზადებული სალათა შუაში ამოვაღრმავოთ ბუდის მსგავსად.
  3. წვრილად დაჭრილ ან გახეხილ კვერცხის გულს დავუმატოთ მაიონეზი, კარგად ავურიოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა. მიღებული მასა დავამრგვალოთ კვერცხის მსგავსად და მოვათავსოთ სალათის ცენტრში, ამოღრმავებულ ადგილზე.
  4. თქვენი ორიგინალური სალათა მზადაა. გაუზიარეთ ის მეგობრებს.