სწრაფი ვახშამი ტაფაზე

1160

სახლში სამსახურიდან მოსულს, ძალიან მეზარება ღუმელთან საათობით დგომა და რთული კერძების მზადება. ამიტომაც ასეთი მარტივი რეცეპტი უმალ მეხმარება გემრიელი და სწრაფი ვხაშმის მომზადებაში.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • ხახვი 0,5 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 0,5 ცალი
  • პომიდორი 0,5 ცალი
  • ყველი 80გ
  • მოხარშული ძეხვი 80გ
  • კარაქი 30გ
  • კაკალი ქინძი გემოვნებით
  • მზესუმზირისი ზეთი გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხახვი და წიწაკა. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით ბოსტენული.

2.წვრილად დაჭერით პომიდორი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და მოურიეთ. მოაყარეთ კაკალი ქინძი და კარგად მოურიეთ.

3.ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და წიწაკასთან ერთად. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და დაასხით კვერცხის მასა. ნახევარ ბლინზე მოათავსეთ მზა ბოსტნეული, გახეხილი ძეხვი და ყველი.

4.ბლინი შეწვით ერთი მხრიდან და გადაახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!