ტრადიციული მეთოდით საზამთროს მურაბის მოსამზადებლად სქელქერქიანი საზამთრო უნდა შევარჩიოთ. დაგვჭირდება, აგრეთვე, კირი და შაბი. მურაბა არც ისე მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
- 1 კგ დაჭრილი და გამზადებული საზამთროს ქერქი
- 2 მუჭა კირი
- 1 სათლი წყალი
- შაბი – გემოვნებით
ვაჟინისთვის
- 1100 გ შაქარი
- 2 ჭიქა წყალი
- მწიკვი ვანილი
- 5 მარცვალი ილი
მომზადების წესი:
- საზამთროს ქერქს მოვაჭრათ მწვანე ნაწილი და გული, დავჭრათ ფიგურული დანით 2-3 სმ კუბებად და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
- კირი გავხსნათ წყალში და ჩავყაროთ საზამთროს ქერქები. ხანდახან ამოვურიოთ, რომ კირი არ დაილექოს. ასე დავტოვოთ 2 საათის განმავლობაში.
- შემდეგ საზამთროს ქერქები ამოვიღოთ კირიდან და გადავავლოთ წყალი. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და 10 წუთი ვადუღოთ.
- საზამთროს ქერქებს წყალი გადავუწუროთ. ცალკე ავადუღოთ წყალი, შევურიოთ იმდენი შაბი, რომ მწკლარტე გემო ჰქონდეს და ჩავაწყოთ საზამთროს ქერქები. ვადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში.
- საზამთროს ქერქები შაბიანი წყლიდან ამოვიღოთ, კვლავ დავასხათ უბრალო, ადუღებული წყალი და ვადუროთ 5 წუთი.
- საზამთროს ქერქები ქვაბში მოვათავსოთ. ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და თავდახურული, საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. დავუმატოთ ვანილი და ილი და 5 წუთი კიდევ ვადუღოთ.
- ადუღების შემდეგ, ოდნავ შეაგრილეთ და გადაიტანეთ ქილებში.