სადღესასწაულო სალათი პეკინური კომბოსტოსგან. არაფრის მოხარშვა საჭირო არ არის, 10 წუთში მზადაა

1737

წლიდან წლამდე როგორც წესი სადღესასწაულო მენიუს არ ვცვლით და ყოველ სუფრაზე თითქმის ერთსა და იგივე კერძებს ვამზადებთ. მაგრამ გაზაფხულზე სურვილი გიჩნდება გაამრავალფეროვნო სუფრა რაიმე უჩვეულო, მსუბუქი და გემრიელით. სალათი პეკინური კომბოსტოთი და ლორით – სწორედ ასეთია.

კომბსტოს მსუბუქი ფოთლები, ლორი, კვერცხის ბლინები, კიტრი და პომიდორი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. შეანელეთ შინ მომზადებული მაიონეზით ან ნატურალური იოგურტით. მოურიეთ ინგრედიენტებს მირთმევის წინ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ პეკინური კომბოსტო
  • 1 ც კიტრი
  • 130 გრ მაიონეზი
  • 3 ც კვერცხი
  • 120 გრ ლორი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც პომიდორი
  • 10 ც ზეთისხილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კიტრი და კომბოსტო თხელ ზოლებად. მოათავსეთ თეფშზე პირველ ფენად, მოასხით მაიონეზი.

2. ათქვიფეთ კვერცხები მარილთან, გაყავით მასა 3 ნაწილად და გამოაცხვეთ მათგან ბლინები. შემდეგ დაჭერით ზოლებად და მოაყარეთ სალათს მეორე ფენად.

3. დაჭერით ზოლებად ლორი და მოაყარეთ სალათს მესამე ფენად.

4. გახეხეთ ყველი, დაჭერით მცირე ნაჭრებად პომიდორი და ზეთისხილი.

5. მოაყარეთ სალათს ყველი, შემდეგ დაალაგეთ პომიდვრები და მორთეთ ზეთისხილით. ბოლოს მოასხით მაიონეზი.

შედგით სალათი რამდენიმე საათით მაცივარში, შემდეგ მიართვით სუფრაზე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!