მე ვგიჟდები გულიაჟზე, ამ კერძში იდეალურად უხდება ერთმანეთს ხორცი და ბოსტნეული. მე ამ კერძისთვის სპეციალური ტაფა მაქვს: დიდი, სქელი ძირით და მაღალი ბორტებით. ეს იმისთვის, რომ მთელი ოჯახის სამყოფი მოვამზადო! მე დიდხანს ვატარებდი სხვადასხვა რეცეპტებით ექპერიმენტს, სანამ არ მივაგენი იდეალურს, დღეს ამ რეცეპტის გაზიარება მინდა თქვენთვის!
მე ვიყენებ ღორის ხორცს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ საქონლის ხორცით. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. კარტოფილი გულიაჟს მეტად ნოყიერ კერძად აქცევს. ხოლო სოუსი – უბრალოდ ზღაპარია. ის იდეალურად უსვამს ხაზს ინგრედიენტებს და კერძს დაუვიწყარ არომატს აძლევს.
ინგრედიენტები
- ღორის ხორცი 800გ
- ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- ქამა სოკო 700გ
- ბულგარული წიწაკა 2 ცალი
- დაკონსერვებული ანანსი 400გ
- სოიოს სოუსი 3 სუფრის კოვზი
- ვაშლის ძმარი 1 სუფრის კოვზი
- კეჩუპი 3 სუფრის კოვზი
- თაფლი 1 სუფრის კოვზი
- მარილი გემვნებით
- სიმინდის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
მომზადება
1.დაჭერით ხორცი, მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში.
2.დაჭერით კუბიკებად ხახვი, ხოლო სტაფილო – გრძლად. მოთუშეთ ბოსტნეული ტაფაზე.
3.მსხვილად დაჭერით სოკო, მოტუშეთ ტაფაზე ბოსტნეულთან ერთად. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ბულგარული წიწაკა.
4.სოუსის მოსაზმადებლად, ანანასის წვენს დაუმატეთ სოიოს სოუსი, ძმარი, თაფლი და კეჩუპი. ბოსტნეულს მოასხით სოუსი.
5.დაჭერით ანანასი კუბიკებად და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს. ფქვილს დაუმატეთ ცოტა წყალი, მოათასვეთ დაფაზე და 10 წუთში კერძი მზად არის!
6.ბოლოს დაუმატეთ ხორცი.
გემრიელად მიირთვით!