რძეში მომზადებული ღორის ხორცის რეცეპტი

1602

ხანდახან ძალიან გვსურს, უბრალოდ მივირთვათ გემრიელი ხორცი. ყოველგვარი გარნირის, ბოსტნეულისა და სხვა დანამატების გარეშე. გვსურს უბრალოდ ვისიამოვნოთ უგემრიელესი, ცხარე, ცხელი ხორცით, რომლის სურნელს მეზობლებიც კი იგრძნობენ.

გემრიელი ხორცი ტაფაზე

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ გირჩევთ ტაფაზე შემწვარი ღორის ხორცის ამ რეცეპტს.

ჩვენს რედაქციას გულწრფელად მიაჩნია, რომ თითოეულმა პასუხისმგებლიანმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როგორ მოამზადოს ხორცი ტაფაზე გემრიელად.

ინგრედიენტები

  • 700 გრ ღორის ხორცი
  • 1 ჩ.კ. ქინძი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
  • 1/2 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ს.კ. ორეგანო
  • 500 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. დასაწყისისთვის მოამზადეთ სანელებლების ნაზავი ხორცისთვის. შეურიეთ ერთმანეთს ქინძი, კურკუმა, შავი პილპილი, ორეგანო და მარილი. სწორედ ეს სანელებლები უხდება ღორის ხორცს ყველაზე მეტად.

2. აიღეთ ღორის ხორცი და ამოსვარეთ სანელებლების მშრალ ნაზავში, ყველა მხარეს.

3. ქურაზე გააცხელეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი, დაუმატეთ კარაქი. წვრილად დაჭერით ნიორი, ჩაყარეთ ცხელ ზეთში, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე ზუსტად 2 წუთით, სწორედ ასე მისცემს ნიორი არომატს ზეთსა და კარაქს.

4. ამავდროულად ჩაასხით ქვაბში რძე და აადუღეთ.

5. ტაფაზე მოათავსეთ ხორცი და ზემოდან მდუღარე რძე დაასხით. დაახურეთ ტაფას თავსახური და მოთუშეთ ორივე მხარეს დაბალ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში.

სულ ესაა, ისღა დაგრჩენიათ, ხორცი დაჭრათ და დააგემოვნოთ.