რულეტი ქათმის ხორცით: მზადდება სწრაფად, ხოლო გამოიყურება ძალიან მადისაღმძვრელად.

964

თუ რაიმე ეფექტურის მომზადება გადაწყვიტეთ, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად ჩაინიშნეთ.

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე
  • 50-70გ ყველი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 სტაფილო
  • ოხრახუში
  • 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ქათმის ფილე დაჭერით, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. მოვამზადოთ შიგთავსი. გაასუფთავეთ სტაფილო, გახეხეთ. სტაფილოს დაუმატეთ ყველი, დაქუცმაცებული მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
  3. თუთოეულ ფილეზე მოათავსეთ მიღებული შიგთავსი, დაახვიეთ რულეტისებურად და დააფიქსირეთ ძაფით.
  4. შეწვით ზეთში. ტაფაზე დაასხით ცოტა წყალი ან ბულიონი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!