როგორ მოვახვიოთ კომბოსტოს ტოლმა

ბებომ ტოლმის შეხვევა მასწავლა: “გულსართი ფოთლის კიდეზე უნდა დადო, გვერდები შეუკეცო და გადაახვიო…” თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტოლმის შეხვივის არა ერთი, არამედ ოთხი მეთოდი არსებობს. დღეს ტოლმის რეცეპტსა და მისი შეხვევის ნაირსეხეობებზე მოგითხრობთ, თქვენი ტოლმა ლამაზიც გამოვა, გემრიელიც და არც ხარშვის დროს დაიშლება!

როგორ შევახვიოთ ტოლმა

მოამზადეთ კომბოსტო მიკროტალღურ უმელში ან ქვაბში. მოხსენით ფოთლები. დიდი ფოთლები გაჭერით და უხეში ნაწილები წააჭერით.

მილისებურად შეხვევა

ფარში კომბოსტოს ფოთოლში მილისებურად შეახვიეთ. შემდეგ ბოლოები შიგნით შეუკეცეთ. ასე მომზადებული ტოლმა ნადვილად არ დაიშლება.

კონვერტისებურად შეხვევა

ფოთლის კიდეები შიგნით შეკეცეთ, შემდეგ შეახვიეთ ტოლმა. ასეთი ტოლმა გემრიელი გამოდის თუმცა არსებობს შანსი რომ დაიშლება. ამიტომ ისინი ქვაბში ფრთხილად და ნაკეცით ქვემოთ ჩაალაგეთ.

კონუსისებური ხვეული

კომბოსტოს ფოთოლი კონუსისებურად მოახვიეთ და მასში გულსართი მოათავსეთ, თავი შიგნით კარგად შეუკეცეთ. ეს საშუალო ზომის ტოლმებისთვის შესანიშნავი მეთოდია. ისინი მომზადების პროცესში არ დაიშლებიან.

მრგვალი ხვეული

ეს მეთოდი დიდი ტოლმის მომზადებაში დაგეხმარებათ. კომბოსტოს ფოთოლი ფიალაში ჩააფინეთ, მასში ფარში მოათავსეთ და ფოთლის კიდეები შიგნით ჩაუხვიეთ. ტოლმა ქვაბში ნახვევით ქვემოთ მოათავსეთ რათა ხარშვის დროს არ დაიშალოს.

როგორ მოვამზადოთ ტოლმა

ინგრედიენტები:

  • 1 თავი კომბოსტო
  • 500 გრამი ღორის ხორცის ფარში
  • 500 გრამი ძროხის ხორცის ფარში
  • 3 ცალი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი ტომატი
  • 200 გრამი ბრინჯი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კომბოსტოს მყარი ნაწილი დანით ფრთხილად გამოჭერით, ისე რომ მხოლოდ ფოთლები დარჩეს. ჩადევით დიდ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და საშუალო ცეცხლზე დადგით, ხარშეთ 5 – 10 წუთი, იმის მიხედვით ახალგაზრდა კომბოსტოა თუ ძველი.

2. ამასობაში მოხარშეთ ბრინჯი – ნახევრადმზაობამდე.
3. 1 ცალი ხახვი დააბლენდერეთ ან ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ და ფარშს შეურიეთ. შეგიძლიათ ნივრის რამდენიმე კბილიც დაუმატოთ.

4. ბრინჯი ფარშს შეურიეთ. მარილით და წიწაკით შეაზავეთ და კარგად აურიეთ.
5. დაჭერით 2 ცალი ხახვი ნახევარ რგოლებად, სტაფილო კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მოწვით სტაფილო და ხახვი გაოქროსფრებამდე და გომბოსტოს ბულიონიანი ტომატი დაუმატეთ. შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.

6. ტოლმა თქვენთვის ასურველი, რომელიმე მეთოდით შეახვიეთ.
7. მოათავსეთ ტოლმები ქვაბში, მოასხით ხახვითა და სტაფილოთი მომზადებული საწებელი და დაადეთ დაფნის ფოთოლი. უმჯობესი იქნება თუ საწებელს ფენა-ფენა დაუმატებთ. ტოლმა ნელ ცეცხლზე, 40-45 წუთის მანძილზე მზადდება.