კექსი გულსართითა და ნაზი ცომით

ინტერნეტ სივრცეში კექსის უამრავი რეცეპტი არსებობს თუმცა ეს რეცეპტი თავისი გულსართით გამოირჩევა. მისი წაღება მგზავრობისას ან პიკნიკზეც არის შესაძლებელი, საკმაოდ ნოყიერია და შიმშილის გრძნობას აქრობს.

ცომის ინგრედიენტები:

  • 200 გრამი 20%-იანი არაჟანი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 170 გრამი ფქვილი
  • 5 გრამი გამაფხვიერებელი
  • 0.25 ჩაის კოვზი მარილი
  • 30 გრამი ერბო

გულსართის ინგრედიენტები:

  • 2 მონადირული ძეხვი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის მარინადი
  • 1 მწიკვი კვლიავი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 მწიკვი ხმელი სუნელი
  • 1 მწიკვი კურკუმა
  • 2 მწიკვი ქარი

მომზადების წესი:

1. არაჟანში კვერცხი ჩაახალეთ და ათქვიფეთ. შემდეგ ნარევში ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ.

2. გაალღვეთ კარაქი და ფქვილის მასაში ჩაასხით. დაუმატეთ მორჩენილი ფქვილი. კარგად აურიეთ.

3. დაჭერით ძეხვი და ხახვი. ორივე მათგანი, სიმინდთან ერთად ცომში ჩაყარეთ.

4. ცომს სუნელები ჩაუმატეთ და ცომი კექსის ფორმებში გადაანაწილეთ.

5. შეგიძლიათ სხვადასხვანაირი ფორმები გამოიყენოთ. ზემოდან ცოტაოდენი კვლიავი მოაყარეთ. აცხვეთ 175 გრადუს ტემპერატურაზე – 30 წუთით.

კექსი ძალიან რბილი გამოდის. დაელოდეთ როდის გაგრილდება. ასეთ კერძს გარნირი არ ესაჭიროება, შეგიძლიათ ის აკროშკასთან ან კეფირთან ერთდ მიირთვათ, ასევე გაითვალისწინეთ, რომ მას ტკბილი სასმელი არ მოუხდება. რაც შეეხება კალორიულობას – ამ კერძის 100 გრამი – 185 კალორიას შეიცავს!