უზბეკური ლაგმანი-ეს კერძი ნებისმიერს გააოცებს.

1482

დროთა განმავლობაში მეტად რთული ხდება კერძით ვინმეს გაოცება, მაგრამ ეს კერძი ნებისმიერს გააოცებს. ეს არომატული კერძი მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას.

ინგრედიენტები

  • ხორცი (ნებისმიერი) 500-700გ
  • ნივრის ისრები (ან უბრალო ნიორი და ნიახურის ძირები)
  • იაპონური რადიში 2 ცალი
  • კარტოფილი 1-2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი
  • პომიდორი 3-4 ცალი (ან პომიდვრის პასტა)

მომზადება

1.დაჭერით ხახვი და ხორცი.

2.ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი, მოათავსეთ ხორცი, ხახვი და კარაქი. ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 1 საათი. ამ დროის განმავლობაშ კერძს არ მოურიოთ.

3.გახეხეთ სტაფილო.

3.რადიში დაჭერით გრძლად. კარტოფილიც და წიწაკაც ანალოგიურად დაჭერით. ნივრის ისრები დააქუცმაცეთ.

4.ერთი საათის შემდეგ ხორცი გახდება საოცრად გემრიელი და რბილი, მოაყარეთ მარილი.

5.დაუმატეთ სტაფილო და წიწაკა.

6.კარგად მოურიეთ და თუშეთ 10-15 წუთი. დაუმატეთ კარტოფილი.

7.საოცარ არომატებს იგრძნობთ.

8.მოაყარეთ რადიში და ცოტა მარილი.

9.მოტუშეთ 15-20 წუთი.

10.დაუმატეთ ნივრის ისრები და პომიდორი.

11.მოაყარეთ მარილი და სანელებლები, მოასხით წყალი.

12.მოთუშეთ კიდევ 10-15 წუთი.

13.ამასობაში მოხარშეთ სპაგეტი.

14.სპაგეტი მოათავსეთ ღრმა ჯამში.

15.მოასხით მზა წვნიანი კერძი.

ეს კერძი, როგორც წესი უნდა იყოს ცხარე, ამიტომაც თუ თქვენ ცხარე კერძების მოყვარულები ხართ აუცილებლად დაუმატეთ ცხარე სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!