ამ კერძს კახეთში სხვადასხვაგვარად ამზადებენ. მას სარიტუალო დატვირთვა აქვს. გარე კახეთში ბოზბაში ხორცით მზადდება და, ტომატპასტის ნაცვლად, ტყემალი ემატება. არსებობს ბოზბაშის გუფთებიანი ვარიანტიც.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ცხვრის ხორცი
- 100-150 გ ცხვრის დუმა
- 3 თავი ხახვი
- 1-2 კბილი დაკეპილი ნიორი
- 1 ცალი დაფნის ფოთოლი
- 1 კონა პიტნა
- 1 კონა ქინძი
- ბაჰარი, ძირა, მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
- წყალში ჩავყაროთ ცხვრის ნაჭრები და დუმის მოზრდილი ნაჭერი.
- ხარშვისას მოვხადოთ ქაფი.
- ცოტა ხანში ამოვიღოთ დუმა და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.
- როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და დუმასთან ერთად წვენში ჩავაბრუნოთ.
- შევკმაზოთ დაფნის ფოთლით, ბაჰარით, ძირათი, მარილითა და შავი პილპილით. დავუმატოთ ტომატპასტა და ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი.