გასტრონომიას რედაქცია ტრადიციული ქართული კერძის, ხბოს ჩაშუშულის რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ხბოს ხორცი
- 500 გ ხახვი
- 600 გ დაჭყლეტილი პამიდორი
- 50 მლ თეთრი მშრალი ღვინო
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 კონა ქინძი
- 1 კონა ოხრახუში
- კარაქი – მოსაშუშად
- მარილი და წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორცი დავჭრათ 3 სმ ზომის კუბებად, ხახვი – წვრილად. გახურებულ ტაფაზე დავყაროთ ხორცი, დავახუროთ სახურავი და ჩავშუშოთ.
- როცა წვენს გაუშვებს, დაახლოებით 10 წუთში, გადავწუროთ და წვენი შევინახოთ, ხორცს კი კარაქი დავუმატოთ და დავბრაწოთ.
- შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. 8-10 წუთში დავასხათ შენახული წვენი და განვაგრძოთ მოშუშვა.
- როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, დავუმატოთ პამიდორი და ღვინო. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწნილი, მარილი, წიწაკა და ცეცხლიდან გადმოვდგათ.
გემრიელად მიირთვით!