სველი და არომატული პური სტაფილოთი და ფქვილის გარეშე

393

უკვე დიდი ხანია ფქვილზე უარის თქმას ვაპირებ. რაციონი მინდა სასარგებლო ცომეულით გავამრავალფეროვნო. ექსპერიმენტების შედეგად აღმოვაჩინე გემრიელი პურის რეცეპტი, რომელიც საფუარის და ფქვილის გარეშე ცხვება. ისეთი მარტივი ინგრედიენტის დახმარებით, როგორიცაა სტაფილო, ცომეული ძალიან არომატული და ნაზი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ პური სახლში.

ყველაზე მეტად საინტერესოა ის, რომ ცომის მოზელა საჭირო არაა. ცომის ამოსასვლელად ლოდინი არ მოგიწევთ. სწრაფად აურიეთ და პირდაპირ გამოაცხვეთ. იდეალურია!

ინგრედიენტები:

  • 250 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 2 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 170 გ სტაფილო
  • 1 ჩ/კ ქინძი

მომზადების წესი:

1. შვრიის ფანტელები ყავის საფქვავში დაფქვით. კეფირი დაასხით და 10 წუთით გააჩერეთ, რომ გასივდეს.

2. ამის შემდეგ თაფლი, მარილი და ქინძი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. სტაფილო წვრილად გახეხეთ, ცომს დაუმატეთ. აქვე, სოდა დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

4. 180 გრადუსზე 30-40 წუთით აცხვეთ.

პურის ასეთი ალტერნატივა სცადეთ. სტაფილოს პური თქვენი საყვარელი ცომეული გახდება. რაც მთავარია, სასარგებლოა. დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და ბევრ უჯრედისის შეიცავს. გარდა ამისა, სტაფილოს პური სველი და არომატული გამოდის. აუცილებლად სცადეთ!