როგორ მოვამზადოთ რულეტი ლავაშისგან ხაჭოსა და ყაყაჩოს თესლის შიგთავსით

1019

ლავაში უნივერსალური პროდუქტია და იგი ძალიან ბევრ დიასახლისს უმარტივებს ცხოვრებას. მისგან უამრავი რამის მომზადებაა შესაძლებელი.

ლავაში ხაჭოთი და ყაყაჩოს თესლით

ბაბუაჩემს ძალიან უყვარდა კერძების მომზადება, იგი ყველაზე ხშირად ლავაშის რულეტს ამზადებდა, ხაჭოსა და ყაყაჩოს თესლის შიგთავსით. ეს წასახემსი ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარდა. იმედი მაქვს, ლავაშის რულეტი თქვენც მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ლავაში
  • 300 გრ ხაჭო
  • 100 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 2 ც კვერცხი
  • 50 გრ შაქარი

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში მოამზადეთ ყაყაჩოს თესლი, ამისათვის, დაასხით მას მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.

2. ახლა კი მოამზადეთ შიგთავსი. ხაჭოს დაუმატეთ წყალში გაღვივებული ყაყაჩოს თესლი, შაქარი, 1 ცალი კვერცხი და მეორე კვერცხის ცილა. ნაზავი დააბლენდერეთ.

3. ლავაშზე მოათავსეთ შიგთავსი და მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ თხელ ფენად, შემდეგ კი ლავაში რულეტივით გაახვიეთ. იგივე გაიმეორეთ მეორე ლავაშზეც.

4. რულეტს ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და ღუმელში მოათავსეთ.

5. მზა რულეტები ცოტათი გააცივეთ, შემდეგ კი დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!