როგორ მოვამზადოთ პომიდორი საკუთარ წვენში

1062

ზაფხული უკვე მოვიდა, ამიტომაც დროა ზამთრისთვის მოვემზადოთ. პირადად მე, ზამთარი პომიდვრის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ პომიდორს მისივე წვენში.

დამწნილებული პომიდორი მთელს მსოფლიოში ძალიან ცნობილი მარინადია. ამიტომაც აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 3კგ პომიდორი
  • 2ლ პომიდვრის წვენი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მარილი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • სურნელოვანი წიწაკა – მარცვლები ან დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. წვანი ჩაასხით ქვაბში და მოათავსეთ დაბალცეცხლზე.
  2. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ნიორი და წიწაკა.
  3. აადუღეთ წვენი დაახლოებით 15-20 წუთი. არ დაგავიწყდეთ მორევა.
  4. პომიდორს გააცალეთ ქერქი. დაასხით ცხელი წყალი და მარტივად მოშორდება ქერქი. ან პომიდორი დახვრიტეთ 4-5 ადგილას.

5.პომიდორი მოათავსეთ ქილაში და ჩაასხით ცხელი წყალი. ქილას დააფარეთ თავზე და შეფუთეთ პირსახოცით.

6.როცა წვენი ადუღდება, გადაასხით წყალი და ჩაასხით პომიდვრის წვენი.

7.შეფუთეთ პომიდორი და დაელოდეთ გაგრილებას.

გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით მომზადებული პომიდორი გულგრილს არავის დატოვებს.

გემრიელად მიირთვით!