როგორ მოვამზადოთ პომიდვრის ცხარე სოუსი

2170

კერძი, რომელსაც სოუსს უმატებენ, გაცილებით არომატული ხდება, უფრო აძლიერებს მადას და კუჭის ფუნქციის გაუმჯობესებასაც კი ეხმარება. სოუსები არა მხოლოდ ვიზუალურად გარდაქმნიან კერძს, არამედ მას მატებენ გემოსა და არომატს. ერთი და იგივე კერძი სხვადასხვა სოუსით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ პომიდვრის ყველაზე ცხარე სოუსი, რომელიც იდეალურად შეავსებს თქვენს ხორციან კერძებს და არა მარტო.

პომიდვრის სოუსი ნივრით

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 100 გრ პურშუშხას ფესვები
  • 100 გრ ნიორი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი

1. კარგად გარეცხეთ და გაწმინდეთ პირშუშხას ფესვები. თუ პირშუშხა დიდი ზომისაა, გაჭერით რამდენიმე ნაწილად, რომ ხორცის მანქანაში მისი დამუშავება უფრო გაგიადვილდეთ.

2. გაარჩიეთ ნიორი.

3. გარეცხეთ პომიდორი, გააშრეთ და გაჭერით 4 ნაწილად.

4. ხორცის მანქანაში გაატარეთ გაწმენდილი პირშუშხას ფესვები. იმისათვის, რომ თვალები არ აგიცრემლდეთ, ხორცის მანქანას ცელოფნის პარკი გადააფარეთ და მჭიდროდ დაუმაგრეთ.

5. ნიორი ხორცის მანქანაში გაატარეთ, ან უბრალოდ დახეხეთ.

6. ბოლოს, ხორცის მანქანაში პომიდორი გაატარეთ.

7. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მარილი და შაქარი.

8. სოუსი მზადაა! ჩაასხით იგი სტერილურ ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

სოუსი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ.