როგორ მოვამზადოთ ნიგვზიანი ცივი კუჭმაჭი

3875

იმერული კუჭმაჭი ღორის ან ხბოს კარგად გასუფთავებული გულ-ღვიძლისგან მზადდება და ფართოდ გავრცელებული ცივი კერძია. ამ კერძს საოცრად უხდება ნიგოზი. იმერლებმა და არა მარტო  იმერლებმა კარგად იციან მისი ფასი.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ღორის გულ-ღვიძლი
  • 1 ჭიქა დანაყილი ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 1 ცალი ბროწეული
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • თითო ჩ.კ. ხმელი ქონდარი, ხმეკი ქინძი და ყვითელი ყვავილი
  • მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღორის გულ-ღვიძლი მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაცივოთ.
  2. ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი ერთად დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფქული ყვითელი ყვავილი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი მარილი და წიწაკა.
  3. სანელებლებიან მასას დავასხათ ცოტა ძმარი და კარგად ავზილოთ. ღორის გულ-ღვიძლი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ მომზადებული საკაზმი და ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

თქვენ როგორ კმაზავთ კუჭმაჭს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.