სწრაფი მარინადი ბულგარული წიწაკისთვის და ბადრიჯნისთვის

654

ყველაფერი მარტივი გენიალურია – ამას დღეს ჩვენ მარტივად დავამტკიცებთ. სწორ მარინადში მომზადებული უბრალო ბოსტნეული უგემრიელესი გამოდის.

სულ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. დაელოდებით მათ დამარინადებას და თქვენ მიიღებთ ძალიან გემრიელ პიკანტურ კერძს.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 1კგ
  • კამა
  • ოხრახუში
  • ნიორი 1 ცალი
  • წყალი 350მლ
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ძმარი 8 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.პირველ რიგში მივხედოთ ბოსტნეულს. გაასუფთავეთ წიაკა, გაჭერით შუაზე. ნაჭრები უნდა იყოს საკმაოდ დიდი.

2.გარეცხეთ და გააშრეთ წიწაკა, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. წაუსვით ზეთი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

3.ამასობაში გარეცხეთ ბადრიჯანი. გააშრეთ და დაჭერით. შეწვით ზეთში.

4.მწვანილი და ნიორი წვრილად დაჭერით. აიღეთ ღრმა და ფართე ჯამი. მასში ფენებად მოათავსეთ ბადრიჯანი, მწვანილი, წიწაკა და ისევ ბადრიჯანი. ამ მეთოდით ააწყეთ.

5.მოასხით ბოსტნეულს გაგრილებული მარინადი. მის მოსამზადებლად ადუღებულ წყალს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის წყალი, მარილი და შაქარი.

6.დაუმატეთ ძმარი ან 1 ჩაის კოვზი ძმრის ესენცია 70%. მოურიეთ მასას, მოასხით ბოსტნელს. შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!