ნაგეცები ნამდვილად უგემრიელესია, ჩემი შვილები გიჟდებიან მასზე. მე მას ტაფაზე ან ფრიტურში ვწვავ. ეს კერძი მართალია სასარგებლო არ არის, მაგრამ ათასში ერთხელ რათქმაუნდა შეიძლება.
მაკდონალდსის ნაეგცი
ინგრედიენტები
- 400გ ქათმის ფილე
- 1 კვერცხი
- 4 სუფრის კოვზი საფანელი
- 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 კბილი ნიორი
- 0,3 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 200მლ მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ფილეს ნაჭრებს მოასხით სოიოს სოუსი. დაჭყლიტეთ ნიორი, მოურიეთ და დაელოდეთ 30 წუთი.
- საფანელს დაუმატეთ, მარილი, კურკუმა, პაპრიკა. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.
- ქათამი ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და შემდგ საფანელის მასაში.
- გააცხელეთ ზეთი.
- ჩაუშვით ნაგეცები 5-6 წუთი.
ქათმის ნაგეცები თაფლით, ჩედერით და პარმეზანით
ინგრედიენტები
- 2 ქათმის ფილე
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
- 1 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი
- 1 ჩაის კოვზი გამომშრალი ბექონდარა
- 60გ პარმეზანი
- 1 კვერცხი
- 60გ ჩედერი
- 5 სუფრის კოვზი საფანელი
- 130გ ფქვილი
- 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- მოამზადეთ ქათმის ფილე, ორივე ყველი წვრილად გახეხეთ.
- თაფლს დაუმატეთ ლაიმის წვენი, პარმეზანი, ბექონდარა და პაპრიკა. მიღებულ მასაში ამოავლეთ ხორცი.
- ფქვილს დაუმატეთ მარილი, წიწაკა. ატქვიფეთ კვერცხი. ჩედერი დაუმატეთ საფანელს. ფილე ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში და ყველის საფანელში. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.
4.შეწვით ნაგეცები ზეთში.
ქათმის ნაგეცები ნუშით
ინგრედიენტები
- 1 კვერცხი
- 150გ ნუში
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 100გ საფანელი
- მარილი
- 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
- 120გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
- 2 ქათმის ფილე
- 1 სუფრის კოვზი რძე
მომზადება
- დააქუცმაცეთ ნუში, დაუმატეთ საფანელი, მარილი და სანელებლები.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და რძე, ფქვილი დაყარეთ თეფშზე.
- ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხისა და ნუშის მასებში.
- შეწვით ზეთში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.
სოუსი ნაგეცებისთვის
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 3 სუფრის კოვზი კეჩუპი
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 1 ჩაის კოვზი მდოგვი
- კამა
- 1 კბილი ნიორი
მომზადება
დააქუცმაცეთ კამა, გაატარეთ ნიორი ხორცსაკეპში და დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. სოუსი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!