თხელი და ნაზი ნაჭრები მარილიანი ლორის ნიორთან და ახალ ჭვავის პურთან ერთად – რა შეიძლება იყოს უკეთესი? მეცნიერებმა დიდიხანია უარყვეს ამ პროდუქტის მავნებლობა და ურჩევენ დიეტაზე მყოფეფსაც ამ პროდუქტის კვების რაციონში შეტანას.
მეც ძლიან მიყვარს, როცა საყინულეში მაქვს ეს პროდუქტი. მაგარმ რაუნდა ვქნათ თუ ბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ღორის ხორცის პროდუქტების თავიდან მოშორება. ამ დროს უნდა გადავამუშაოთ არა 100გ არამედ 100კგ სოფლის დელიკატესი.
ჩვენმა რედაქციამ შეკრიბა ყველა ის რეცეპტი, რომელიც გამოგადგებათ ლორისაგან კერძების მოსამზადებლად. ჩვენ უკვე მოგიყევით, როგორ უნდა დაამარილოთ და დაამწნილოთ ლორი.
დღეს ჩვენ ლორისაგან მოვამზადებთ ქონს, ხიწიწს, დაკონსერვებულ ხორცს, სახლის ძეხვს, კატლეტს და ვეცდებით მოვამზადოთ სახლის “სნიკერსი”
გემრიელი ლორი სახლის პირობებში
ქონი
ღორის ქონის სახლის პირობებში მომზადება ძალიან მარტივია. დიასახლისების თქმით, ღორის ქონიანი კერძები ძალიან გემრიელი და სასარგებლოა მარგარინზე და კარაქზე მომზადებულ კერძებზე.
ქონი არ იწვის, ის არ შეიწოვება სხვა პროდუქტებშ ისე ძაან, როგორც ზეთი. თქვენ გაგისინჯავთ ორცხობილა ქოზე? თუ არა მაშინ აუცილებლად გასინჯეთ, რადგან ეს ორცხობილა უბრალოდ დნება პირში და საოცრად გემრიელია.
ინგრედიენტები
- 2კგ ღორის ლორი ფენების გარეშე
მომზადება
1.თავდაპირველად კარგად უნდა გაწმინდოტ ლორი. ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ის უნდა იყოს მშრალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მომზადებისას წარმოიქმნება შხეფები.
2.გაწმენდვის შემდეგ დაჭერით საშუალო კუბიკებად. შეგიძლიათ ლორი გამოატაროთ ხორცსაკეპში.
3.ლორის ნაჭრები გადაალაგეთ დიდ ქვაბში. დადგით საშუალო ცეცხლზე, თავიდან ონი იქნება მუქი.
4.საათ ნახევარში მთლიანი ქონი დადნება და თქვენ შეამჩნევთ მშრალ ხიწიწს გამჭირვალე ქონში. ხიწიწი უნდა იყოს მოოქროსფრო და არა მუქი.
5.გამორთეთ ცეცხლი და ქონს მოაშორეთ ხიწიწი, რადგან ყველას არ უყვარს.
6.ცოტახანს დაელოდეთ, რათა ხორცის ნაწილები დაილექოს ძირზე და ჩაასხით ქილებში.
თქვენ შეგიძლიათ ქილებში ჩასხმამდე გაწუროთ ქონი. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ნამდვილად ჯანსაღ პროდუქტს. 2 კილოგრამი ლორისგან გამოდის კილონახევარი ქონი.
დაკონსერვებული ხორცი
მე ვფიქრობ, რომ ყველას დაავიწყდა ნამდვილი დაკონსერვებული ხორცი გემო, რადგან რაც ეხლა მაღაზიებში იყიდება არის კატასტროფა. დაკონსერვებული ხორცის მომზადება საკუტარი ხელით ძალიან მარტივია. ამისათვი არ დაგჭირდებათ სპეციალური დანადგარები, მხოლოდ დაგჭირდებათ ხორცი, ლორი, ქილები და ღუმელი.
ინგრედიენტები
- 1კგ ხორცი
- 0,5კგ ლორი
- 1 სუფრის კოვზი მარილი
- 1-2 დაფნის ფოთოლი ქილაზე
- 5-6 წიწაკის მარცვალი ქილაზე
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.თავდაპირველად გამდინარე წყლის ქვეშ კარგად გარეცხეთ ხორცი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
2.ხორცს ჩამოაჭერით კანი (თუ აქვს) და დაჭერით 6-7სმ სისქის ნაჭრებად. ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
3.კარგად მოურიეთ, რადგან თითოეულმა ნაჭერმა მიიღოს თავისი წილი მარილი და წიწაკა, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 1 საათით.
4.შუშის ქილები აუცილებელია სწორად მოამზადოთ. კარგად გამორეცხეთ და გაასტერილეთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ მრავალნაერად, მაგალითად, სუთა მშრალი ქილები მოათავსეთ მიკროტალღურშ 3 წუთის განმავლობაშ.
5.ყოველი ქილის ძირზე მოათავსეთ 1-2 დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი წიწაკა და ჩაალაგეთ ხორცი.
6.ხორცის დონე უნდა იყოს 2-3 სანტიმეტრით ქვევით ქილის კუთხიდან, რათა არ გადმოისხას. თავდაცვისათვის ღუმელშ წყლით სავსე ჭურჭელი. ქილებს დაახურეთ მეტალის თავსაფარი, მოაშორეთ მათ გამასქელებელი რეზინა და მოათავსეთ ცივ ღუმელში.
7.ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსზე. როდესაც ხორცი წამოდუღდება ტემპერატურს დაუწიეთ 150 გრადუსამდე და ხორცი თუშეთ 3 საათის განმავლობაში.
8.სანამ მზადდება ხორცი, დაჭერით ლორი პატარა ნაჭრებათ და დაალაგეთ ტაფაზე. გამოდევნეთ ცხიმი დაბალ ცეცხლზე. მზა ხორცს მოასხით გამოდევნილი ცხიმი.
9.გამოიღეთ ქილები (არ დაგავიწყდეთ, რომ ქილები ცხელია). რეზინები დააბრუნეთ სახურავებში. ქილები გადმოაბრუნეთ და შეფუტეთ სრულ გაციებამდე.
10.ყველაზე გემრიელი დაკონსერვებული ხორცი მზად არის!
ახა თქვენ იცით დაკონსერვებული ხორცის სახლის პირობებში მომზადება. მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 6 თვემდე. ის შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ კერძს, ასევე შეგიძლიათ წაიღოთ სათევზაოდ და დჩაზე წასვლისას.
სახლის ძეხვი
გამოიყენეთ ეს რეცეპტი და თქვენ მოამზადებთ საოცრად გემრიელ ძეხვს სახლის პირობებში, ამავდროულად საგრძნობლად დაზოგავთ თანხას. თქვენ დარწმუნებული იქნებით ამ ძეხვში შემავალი ინგრედიენტების ნატურალურობაში.
ინგრედიენტები
- 1,5მ ღორის ნაწლავი
- 1,5კგ ღორის ხორცი
- 1კგ ღორის ლორი
- 2 თავი ნიორი
- 1,5-2 სუფრის კოვზი მარილი
- წიწაკა და სხვა სანელებლები გემოვნებით
მომზადება
1.მოამზადეთ ნაწლავი: გარეცხეთ, გამოასუფთავეთ შიგნიდან, ეცადეთ არ დააზიანოთ. ჯამშ ჩაასხით თბილი წყალი და მასში გახსენიტ 1 სუფრის კოვზი მარილი და სოდა. ნაწლავი მოათავსეთ ამ სითხეში 30 წუთის განმავლობაშ, ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ. კიდევ ერთხელ მოამზადეთ მარილის წყალხსნარი, მაგრამ უფრო სუსტი. მასში მოათავსეთ ნაწლავი სანამ მომზადდება ფარში.
2.ლორს მოაშორეთ უხეში კანი. ხორცი და ლორი წვრილად დაჭერით: რაც უფრო წვრილად დაჭრით მით უფრო წვნიანი გამოვა ძეხვი.
3.გაარჩიეთ ნიორი, დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხორცს. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და სხვა სანელებლები გემოვნებით. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ 30 წუთი.
4.გარეცხილი ნაწლავი გაყავით 1 მეტრიან ნაწილებად და შეუკარით ბოლოები სქელი ძაფით.
5.ნაწლავის ამოვსება შეგიძლიათ სპეციალური თავით, რომელიც ხორცსაკეპზე მაგრდება, მაგრამ თუ არ გაქვთ მაშინ გამოიყენთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი. თანაბრად გადაანაწილეთ ნაწლავში ხორცის მასა და შეკარით მეორე ბოლოც სქელი ძაფით.
6.იმისათვის, რომ ცხობისას ძეხვი არ გასკდეს ყოველ 7-10 სანტიმეტრში გახვრიტეთ ნემსის მეშვეობით.
7.დაახვიეთ ძეხვი ლოკოკინასავით და დააფიქსირეთ ძაფით.
8.რგოლები მოათვსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში.
კატლეტები ლორისაგან
ხორციანი კატლეტები დიდი პოპილარობით სარგებლობს, ხოლო კატლეტები ლორისგან, რომელშიც არ არის ხორცი – ეს არის კალორიული ბომბა ნამდვილი ექსპერიმენტატორებისთვის. ლორისგან არავინ არ ელოდება შედევრს, ტყუილად. კატლეტი ლორისა და პურისაგან ძალიან გავს კლასიკურ ხორცის კატლეტებს.
ინგრედიენტები
- 250გ ლორი
- 1 პური
- 2 კვერცი
- 100მლ რძე
- 1 ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.პური დაჭერით და დაალბეთ რძეში.
2.გაწურეთ დარბილებული პური.
3.დაჭერით ლორი წვრილად.
4.დაჭერით ხახვი და აურიეთ ინგრედიენტები.
5.მოაყარეთ წიწაკა და მარილი.
6.მადისაღმძვრელი მასა გამოატარეთ ხორცსაკეპში. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2 ჯერ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
7.ფარშს დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
8.ფარსს მიეცით საშუალო ზომის კატლეტის ფორმა, რათა მალე შეიწვას. მაგრამ ტუ მეგობრების გაოცება გინდათ შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფის ხელა კატლეტი, რომელსაც შესაწვავად საგრძნობლაად მეტი დრო უნდა.
9.შეწვით კატლეტი მის გაოქროსფერებამდე.
ლორის რულეტი
გამოდის ძალიან გემრიელი, არომატული და განსხვავებული რულეტი. დაჭრამდე ხშირად აცლიან კანს, მაგრამ ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასეთი კერძი ძალიან უხდება სალათებს განსაკუთრებით კი ბოსტნეულს გრილზე.
ინგრედიენტები
- 1კგ ლორი
- 4-5 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- ნიახური, ქინძი წითელი და შავი წიწაკა
- ოხრახუში და დაფნის ფოთოლი გემოვნებით
მომზადება
1.ლორს მოაშორეთ კანი. წაუსვით სანელებლები, ნიორი და მარილი წაუსვით ყველა მხრიდან. არ გამოიყენოთ ბევრი მარილი, გამოიყენთ დაახლოებით იმდენივე, რამდენსაც უმატებთ ხორცს.
2.ლორს მიეცით რულეტის ფორმა. შეახვიეთ ღორის ტყავში. მჭიდროდ შემოახვიეთ ძაფი.
3.ლორი მოათავსეთ საცხობ ქაღალდშ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში.
4.მზა რულეტი მოათავსეთ რკინის სეტკაზე რათა ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. გაგრილების შემდეგ ლორი მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
5.მზად არის! დაჭერით და მიირთვით.
“სნიკერსი” ლორისაგან
ინგრედიენტები
- 1კგ ლორი
- 100გ ნიორი
- 0,5 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
- 0,5 ჩაის კოვზი წიწაკების ნარევი
- 1 შეკვრა მწვანე ხახვი
- მარილი გემოვნებით
- პაპრიკა
მომზადება
1.ლორს მოაშორეთ კანი. დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
2.დაჭერით მწვანე ხახვი.
3.ლორი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკებში.
4.ლორს დაუმატეთ მარილი და სანელებლები. მოურიეთ.
5.მზა მასას მიეცით ძეხვის ფორმა.
6.გარედან წაუსვით პაპრიკა და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით.
7.”სნიკერსი” ლორისაგან მზად არის!
8.გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო ლორის ყიდვას თქვენ შეძლებთ ბაზარში, რადგან იქ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აირჩიოთ საუკეთესო. მოამზადეთ ამ რეცეპტებით და გააოცეთ ოჯახის წევრები!