როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ტოლმა ღორის ფარშით

1404

წარმოიდგინეთ, რომ 30 პატარა ტოლმის ნაცვლად შეგიძლიათ მოამზადოთ 2 უზარმაზარი, წვნიანი და უგემრიელესი ტოლმა. შიგთავსი ზუსტად იგივეა, სამაგიეროდ, მომზადებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. შედეგად კი მიიღებთ წვნიან, ხორციან რულეტს, რომელიც უნდა დაჭრათ ნაჭრებად და ცხელ მდგომარეობაში მიირთვათ.

ტომატ-პასტის ნაცვლად, კომბოსტოს ტოლმის მოსამზადებლად ჩვენ ვიყენებთ წვრილად დაჭრილ ცოცხალ პომიდორს. გამოცხობის შემდეგ ისინი გადაიქცევა ბოსტნეულის პასტად, რომელიც კერძს მომჟავო გემოს მისცემს და სოუსის როლს შეასრულებს.

ინგრედიენტები

  • 1 ც თეთრი კომბოსტო
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 500 გრ ღორის ფარში
  • 2 ც პომიდორი
  • 100 გრ ბრინჯი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ კომბოსტო: მოაჭერით ყუნწი, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და მოათავსეთ ბოსტნეული მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით, რომ ფოთლები დარბილდეს და მათი განცალკევება უფრო გაგიმარტივდეთ.

2. შეურიეთ ერთმანეთს ბრინჯი, ფარში, მარილი და პილპილი.

3. კომბოსტოს ფურცლები დაალაგეთ მაგიდაზე ისე, როგორც ვიდეოში, საკმარისია 4-6 დიდი ზომის ფურცელი. შემდეგ მოათავსეთ მასზე ნახევარი შიგთავსი და შაურმასავით გაახვიეთ. იგივე გაიმეორეთ დარჩენილი ფარშით.

4. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და საცხობ ლანგარზე გადაანაწილეთ. ზემოდან განათავსეთ კომბოსტოს რულეტი ფარშით, კუთხეებსა და შუა ნაწილში კი პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი მოათავსეთ.

5. რულეტს ფოლგა გადააფარეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კომბოსტოს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და კერძი კიდევ 20 წუთით გამოაცხვეთ ფოლგის გარეშე.

ცხიმიანი ღორის ფარში ყველაფერზე მეტად უხდება კომბოსტოს. ეს ორი გემო ერთმანეთისთვისაა შექმნილი. თუ ღორის ნაცვლად ძროხის ან ფრინველის ფარშის გამოყენება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ კერზი უფრო მშრალი გამოვა, ამიტომ დაუმატეთ ფარშს კვერცხი, ერთი-ორი კოვზი არაჟანი და, რა თქმა უნდა, მწვანილი.