ვერცერთი მაღაზიის კეჩუპი ვერ კაუწევს კონკურენციას სახლში მომზადებულს.
ინგრედიენტები
- პომიდორი 3კგ
- ვაშლი 0,5კგ
- ხახვი 250გ
- მარილი 1,5 სუფრის კოვზი
- შაქარი 1,5 ჭიქა
- ვაშლის ძმარი 50გ
- შავი და წითელი დაფქული წიწაკა
მომზადება
- პომიდორს დაასხით ცხელი წყალი, მოაშორეთ ქერქი და დაჭერით.
- ვაშლი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, ხახვიც დააქუცმაცეთ.
- ყველა ბოსტნეული მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ხახვი უნდა დარბილდეს, შემდეგ დააბლენდერეთ და გამოწურეთ.
- მიღებული მასა მოათავსეთ ცეცხლზე შესასქელებლად. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, წიწაკა და მოურიეთ.
- მოათავსეთ ქილაში და შეახვიეთ.
გემრიელად მიირთვით!