როგორ მოვამზადოთ კეტჩუპი საშინაო პირობებში

3473

კეტჩუპი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ იგი.

კეტჩუპის რეცეპტი

კეტჩუპი იდეალური საწებელია, რომელიც პასტასა და კარტოფილს უფრო გემრიელს ხდის. მისი მომზადება ძალიან ადვილია და შეგიძლიათ მთელი წლით შეინახოთ, მთავარია მისთვის გარნირის მომზადება არ დაგავიწყდეთ.

ინგრედიენტები

  • 3 კგ ახალი პომიდორი
  • 500 გრ ვაშლი
  • 250 გრ ხახვი
  • 1,5 ს.კ. მარილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • წითელი ან შავი პილპილი გემოვნებით
  • 50 მლ ძმარი

მომზადების წესი

1. პომიდორი, ხახვი და ვაშლი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხარშეთ, სანამ დარბილდება.

2. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი და მარილი და გააგრძელეთ ხარშვა. მუდმივად მოურიეთ.

3. დაუმატეთ წითელი და შავი პილპილი და ძმარიც ხარშვის დამთავრებამდე.

4. გამორთეთ ცეცხლი, კეტჩუპი ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

კეტჩუპი საშინაო პირობებში მზადაა. აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!