როგორ მოვამზადოთ კატლეტი არაჟნის სოუსში

2594
Fried cutlet with mashed potatoes on a white plate

კატლეტი და პიურე ახალ ეტაპზე გადადიან! დღეს ჩენ ამ კერძს “კაზანში” მოვამზადებთ და ასევე დაუმატებთ საოცარ არაჟნის სოუსს.

დღეს ჩვენ კატლეტებს პურის გარეშე მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი
  • ხახვი
  • მცენარეული ზეთი
  • მწვანე ხახვი
  • ოხრახუში
  • კამა
  • მარილი
  • არაჟანი
  • ფარში
  • ფქვილი

მომზადება

1.კაზანში ჩაასხით ზეთი და მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ საკმაოდ ბევრი ზეთი. შეწვით დაუჭრელი კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში.

2.დაჭერით ხახვი წვრილ ნახევარწრეებად. გადმოიტანეთ კარტოფილი და დარჩენილ ზეთში შეწვით ხახვი. შემწვარი კარტოფილი მოათავსეთ ხახვზე.

3.წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა. მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ არაჟანი. მწვანილი დაუმატეთ არაჟანს და კარგად მოურიეთ.

4.არაჯანი მოასხით კარტოფილს და შეწვით რამდენიმე წუთი. კარგად გადაურიეთ სოუსი კარტოფილს.

5.ფარში დააბურთავეთ და ამოავლეთ ფქვილში.

6.ფორმირებული ფარში მოათავსეთ კაზანში. დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 15-25 წუთი. მზად არის!

ძალიან გემრიელი და საოცრად არომატული კერძია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.

შეგიძლიათ თქვენი კერძი გააფორმოთ ბოსტნეულით. თავისუფლად გამოიყენეთ დაკონსერვებული ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა.