როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნამცხვარი

1476
Baked Irish pie with mashed potatoes and meat

გამომცხვარი ფარში, ზემოდან გადაკრული პიურე, ამ კერძს ინგლისის სამზარეულოში მწყემსის ღვეზელს უწოდებენ. ეს ნოყიერი კერძი არ ითვლება სადღესასწაულო მაგიდის სამშვენისად, მაგრამ მისი საოცარი გემო და არომატი ნამდვილად გაგაოცებთ.

კარტოფილის ნამცხვარი ხორცით

თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ კერძი სადილისთვის, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, რადგან ჩვენ გთავაზობთ კარტოფილის ნამცხვარს ფარშის შიგთავსით. ეს კერძი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, დიზაინიც და სურნელიც საუცხოო აქვს, ხოლო გემო დაუჯერებლად ღვტაებრივი.

კარტოფილის ნამცხვარი ხორცით მგიდიდან უმალვე ქრება. აუცილებლად სცადეთ ამ კერძის მომზადება.

ინგრედიენტები

  • 2კგ კარტოფილი
  • 800გ საქონლის ხორცი
  • 1 საშუალო ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 50გ კარაქი
  • 70გ ტომატ პასტა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი ფორმის დასამუშავებლად

მომზადება

1.ხორცი დაჭერით წვრილად. გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი კუბიკებად.

2.კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში. უფრო გემრიელი იქნება თუ მას მუნდირში მოხარშავთ.

3.ხორცს დაუმატეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

4.ფარში შეწვით ტაფაზე და დაუმატეთ ტომატ პასტა. თუ ფარში მშრალია შეგიძლიათ დაუმატოთ წყალი.

5.მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ კარაქი და აქციეთ პიურედ.

6.საცხობი ფორმა ამოფინეთ სპეციალური ქაღალდით. წაუსვით მცენარეული ზეთი.

7.ფორმის ძირზე მოათავსეთ კარტოფილის ნახევარი, თანაბრად გადაანაწილეთ მთელი ფორმის გარშემო.

8.შემდეგ დაალაგეთ შემწვარი ფარში, ზემოდან მეორე ნახევარი კარტოფილი. ხის ან სილიკონის ნიჩბის მეშვეობით მოასწორეთ ზედაპირი.

9.ნიღებული ნამცხვარი დანით რამოდენიმე ადგილზე ჩაჭერით და წაუსვით არაჟანი.

10.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ მიღებული ნამცხვარი.

11.კარტოფილის ნამცხვარო ფარშით არის ძალიან არომატული და გემრიელი კერძი.

თუ არაჟანს ზემოან გახეხილ ყველს დაუმატებთ – კერძი უფრო გემრიელი გახდება. ამ კერძის მომზადება შეგიძლიათ სადღესასწაულოდ, საპიკნიკოდ და ასე შემდეგ. აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ!