გემრიელი სოკოს კრემ-სუპი ნაღებით – დელიკატური გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ

10051
გემრიელი სოკოს კრემ-სუპი ნაღებით - დელიკატური გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ
გემრიელი სოკოს კრემ-სუპი ნაღებით - დელიკატური გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ

ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩვენმა წინაპრებმა სოკოს მომზადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცეცხლის მოპოვება ისწავლეს. ძველად მზარეულები ტაფაზე შემწვარი და დაქუცმაცებული მარცვლეულისგან სუპ-პიურეს მსგავსს აკეთებდნენ. შემდეგ ევროპულმა სამზარეულომ სოკოს კრემ-სუპი გვაჩუქა, რომელმაც მსოფლიო პოპულარულობა მოიპოვა და ახლა თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შედის.

სოკოს კრემ-სუპს ჩვეულებრივ ქამა სოკოთი ბოსტნეულის და ნაღების დამატებით აკეთებენ. რძის პროდუქტებთან კომბინაციაში სოკო კიდევ უფრო გემრიელი გამოდის. ეს ძალიან არომატული და მსუყე პირველი კერძი არის სასიამოვნო ტექსტურით და დელიკატური გემოთი.

სოკოს კრემ-სუპი

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქამა სოკო
  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ლ წყალი
  • 200 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმიანობის პროცენტით
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.ხახვი, სტაფილო და კარტოფილი წვრილ კუბებად დაჭერით.

2.ქვაბში, სადაც წვნიანი მოიხარშება, ცოტა მცენარეული ზეთი ჩაასხით. შემდეგ მასში ხახვი მოთუშეთ. სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 1 წუთით თუშეთ. თან მუდმივად ურიეთ.

3.დაუმატეთ კარტოფილი და კიდევ 2 წუთით თუშეთ. ზეთის დამატება საჭირო არაა.

4.ცალკე 2 ლ წყალი აადუღეთ და შემდეგ ბოსტნეული დაუმატეთ. დაფნის ფოთოლი ჩადეთ და წვნიანი ბოსტნეულის დარბილებამდე ხარშეთ, დაახლოებით 15 წუთი წყლის ადუღების შემდეგ.

5.სანამ წვნიანი იხარშება, ქამა სოკო მოამზადეთ. სოკო გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილ კუბებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში სითხის გამოსვლამდე შეწვით, ბოლოს მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ.

6.ბოსტნეულის ქვაბიდან დაფნის ფოთოლი ამოიღეთ და წვნიანი ხელის ბლენდერით პიურედ გადააქციეთ. შემწვარი სოკო დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7.წვნიანს ნაღები დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. გაზი გამორთეთ და წვნიანს ოდნავ გაგრილება აცადეთ, დაახლოებით 10 წუთი.

8.წვნიანი მზადაა! სუფრაზე გატანის წინ შეგიძლიათ სუხარით, მწვანილით ან ყველის კუბებით მორთოთ. ისიამოვნეთ!

შეუძლებელია იპოვოთ ადამიანი, ვისაც ეს არომატული სოკოს კრემ-სუპი ნაღებით არ ეყვარება. უბრალო წყალის ნაცვლად შეგიძლიათ ბოსტნეულის ან ხორცის ბულიონი გამოიყენოთ. მწიკვი მუსკატის კაკალი, ბაზილიკი, დიჟონის მდოგვი და 1 კონა ბეგქონდარა კერძის გემოს გააცოცხლებს და მას უფრო გაჯერებულს გახდის.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!