როგორ მოვამზადოთ ვაშლის ღვეზელი

1235

ვაშლი, კლიარი და ცოტაოდენი დრო. მაგიური ძალებით ეს ინგრედიენტები გარდაიქმნებიან უგემრიელეს დესერტად. ბავშვები გიჟდებიან ამ ტკბილეულზე. უფროსებს ზალიან მოსწონთ, როგორც გემო ასევე ინგრედიენტების სიმარტივე.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ მართლც, რომ საუკეთესო დესერტის რეცეპტს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სანელებლები და ტოპინგები. ჩართეთ კულინარიული ფანტაზია და იმოქმედეთ. ამ კერძს ყველაფერი უხდება: დარიჩინი, შაქრის ფხვნილი, ვანილი, ლიმონის ქერქი. შეგიძლიათ მოასხათ თაფლი, შესქელებული რძე, ჯემი ან მდნარი შოკოლადი.

ვაშლი კლიარში

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 20გ კარაქი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 2 ვაშლი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.დავიწყოთ კლიარის მომზადება. განაცალკევეთ კვერცხის ცილა გულისაგან. ათქვიფეთ ცილა მის აქაფებამდე.

2.გაალღვეთ კარაქი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

3.ათქვიფეთ კვერცხის გული და ყავისფერი შაქარი.

4.კვერცხის გულს დაუმატეთ კარაქი და რძე.

5.კვერცხის გულის მასას თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი.

6.მიიყვანეთ ცომი ერთგვაროვნებამდე.

7.ცომს დაუმატეთ ცილა. კარგად მოურიეთ.

8.ვაშლს მოაშორეთ თესლი. დაჭერით 5-7მმ რგოლებად. რგოლები მოატავსეთ ცომში.

9.ტაფაზე 1სმ დაასხით მცენარეული ზეთი. კლიარში ამოვლებული ვაშლი შეწვით ორივე მხრიდან.

10.შემწვარი ვაშლი მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

11.გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით. დაალაგეთ მასზე კლიარში ამოვლებული და შემწვარი ვაშლიები, მოაყარეტ შაქარი და 180-190 გრადუსზე გამოაცხვეთ 15-20 წუთი.

ეს არის უნივერსალური დესერტი, რომელიც არასდროს არ მოგბეზრდებათ. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დააგემოვნეთ. მოამზადეთ და ისიამოვენთ.