როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ამავე დროს ძალიან სასარგებლო წასახემსი ჭარხლისგან

1487

ჭარხლის სარგებლობაზე უკვე წლებია საუბრობენ. ეს ბოსტნეული ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საცავია, თუმცა, მას ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ.

ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ დელიკატური გემოს მქონე ჭარხლის რეცეპტს ნაღების სოუსში, რომელიც გემრიელის გარდა, ძალიან სასარგებლოცაა.

ინგრედიენტები

  • 350 გრ ჭარხალი
  • 20 გრ კარაქი
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • 250 მლ რძე
  • 20 გრ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ჭარხალი გარეცხეთ და გააშრეთ, შემდეგ თითოეული ცალ-ცალკე გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე.

2. როდესაც მზა ჭარხალი გაგრილდება, გათალეთ და კუბებად დაჭერით.

3. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ ხელის სათქვეფით.

4. ოდნავ გაათბეთ რძე და თანდათან დაუმატეთ კარაქიან ნაზავს, მოურიეთ და 30 წამის განმავლობაში ადუღეთ.

5. დაუმატეთ მუსკატის კაკალი და მარილი. სოუსი ოდნავ მარილიანი უნდა იყოს, რადგან ჭარხალი ზედმეტ მარილს იწოვს.

6. შეურიეთ სოუსი ჭარხალს და 1 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ.

ეს წასახემსი გემრიელია როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. თუ მას ხორცთან ერთად მიირთმევთ, იგი სრულფასოვანი სადილი ან ვახშამი იქნება.